ობამას ახალი ანტირუსული სანქციები და "ადეკვატური პასუხი" რუსეთისგან - მსოფლიო ახალი კონფლიქტის მოლოდინში?! - კვირის პალიტრა

ობამას ახალი ანტირუსული სანქციები და "ადეკვატური პასუხი" რუსეთისგან - მსოფლიო ახალი კონფლიქტის მოლოდინში?!

წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათი გვარებს ასაჯაროებს.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, თავდასხმებში რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვა გადაწყვიტა. რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

ბარაქ ობამას მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ახალ სანქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ის კრემლსა და თეთრს სახლს დაძაბულობის თავიდან აცილებას ურჩევს.

„ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მომდევნო კვირას, მე შევხვდები ჩვენი სადაზვერვო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივიღო“, - განაცხადა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

რუსული მხარე უკვე გამოეხმაურა ობამას გადაწყვეტილებას. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "რუსეთი ადეკვატურ პასუხს გაცემს აშშ-ის ახალ სანქციებს, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის მხრიდან არაპროგნოზირებადი აგრესიის გამოვლინებას წარმოადგენენ".

„ჩვენი თვალსაზრისით, ვაშინგტონის მხრიდან ახალი ანტირუსული სანქციების დაწესება, სამწუხაროდ, არაპროგნოზირებადი და აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამოვლინებაა“, - აღნიშნა პესკოვმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით