2016 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემებით ყველაზე მეტი მოგება ამერიკელმა მილიარდერებმა ნახეს
09-01-2017
2016 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემებით ყველაზე მეტი მოგება ამერიკელმა მილიარდერებმა ნახეს
ბიძინა ივანიშვილი "ფორბსის" სიაში 298-ე ადგილზეა 4,8 მილიარდით

როგორც "ბლუმბერგი" წერს, 2016 წლის დასაწყისში ჩინეთის შენელებულმა ეკონომიკურმა­ ზრდამ, წლის შუა პერიოდში "ბრექსიტმა" და წლის ბოლოს მილიარდერი ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება ჯამში 4,8 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა, რაც 5,7 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ყველაზე მეტი მოგება ამერიკელმა მილიარდერებმა ნახეს. ისინი ჯამში 115,8 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ, მათ შემდეგ კი რუსი მილიარდერები აღმოჩნდნენ, რომელთა
ქონებაც 34,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
სიმდიდრის ზრდის ტემპის მიხედვით, ამერიკელ მილიარდერებს შორის უორენ ბაფეტი ლიდერობს - 2016 წელს მისმა ქონებამ 11,8 მილიარდი დოლარით მოიმატა და ჯამში 74,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. "ბლუმბერგის" ცნობით, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას, რამაც გამოიწვია ბაფეტის კომპანიის
Berkshire Hathaway-ის აქციების ზრდა.
მეორე ადგილზეა ბილ გეითსი, რომლის ქონებაც 9,8 მილიარდი დოლარის ნამატით 91,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სამეულში მოხვდა კომპანია ჩონტინენტალ ღესოურცეს-ის მფლობელი ჰაროლდ ჰამიც, მისი ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 15,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება რუს მილიარდერებს, მათ შორის ყველაზე მეტად ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ლისინის ქონება გაიზარდა 5,5 მილიარდი დოლარით და 13,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. მეორეზეა "ლუკოილის" მფლობელი ვაგიპ ალეკპეროვი, რომელიც წლის განმავლობაში 5,2 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და მისმა ქონებამ 11,9 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო მესამე ადგილზე­ "ევროხიმის" მფლობელი ანდრეი მელნიჩენკო აღმოჩნდა - მისი ქონება 5 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ჯამში 11, 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2016 წლის უმდიდრესი ადამიანები


"ფორბსმა" 2016 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული გამოაქვეყნა

ბილ გეიტსი (61 წლის) - 75 მილიარდი Microsoft აშშ-ის მოქალაქე;

ამანსიო ორტეგა (80 წლის) - 67 მილიარდი Zara ესპანეთის მოქალაქე;

უორენ ბაფეტი (86 წლის) - 60,8 მილიარდი Berkshire Hathaway აშშ-ის მოქალაქე;

კარლოს სლიმი (76 წლის) - 50 მილიარდი Telecom მექსიკის მოქალაქე;

ჯეფ ბეზოსი (52 წლის) - 45,2 მილიარდი Amazon აშშ-ის მოქალაქე;

მარკ ცუკერბერგი (32 წლის) - 44,6 მილიარდი Facebook აშშ-ის მოქალაქე;

ლარი ელისონი (71 წლის) - 43,6 მილიარდი Oracle აშშ-ის მოქალაქე;

მაიკლ ბლუმბერგი (74 წლის) - 40 მილიარდი Bloomberg LP აშშ-ის მოქალაქე;

ჩარლზ კოჩი (81 წლის) - 39,6 მილიარდი Diversified აშშ-ის მოქალაქე;

დევიდ კოჩი (76 წლის) - 39,6 მილიარდი Diversified აშშ-ის მოქალაქე.

ბიძინა ივანიშვილი "ფორბსის" სიაში 298-ე ადგილზეა 4,8 მილიარდით
giorgi
01 თებერვალი 2017 17:07
ბიძინას დანარჩენებისგან განსხავევებით დამატებით აქვს თავისი ხალხის სიყვარული!
რეზო
19 იანვარი 2017 20:41
ბიძინას რაღაცა არ უმართლებს, ამ ვოლსკის და ბესელუას გადამკიდე უფრო გაღარიბდა.
ავოიეეე
19 იანვარი 2017 19:14
და კიდევ რუსებზე ამბობთ რამეს? ქართველი ბურჟუებიც დაგეწერათ,მათაც აქვთ ბლომად !

რედაქტორის რჩევით