"ირანისადმი მუქარა უსარგებლოა!" - ტრამპის მუქარა და საპასუხო მასშტაბური სამხედრო წვრთნები ირანში
"ირანისადმი მუქარა უსარგებლოა!" - ტრამპის მუქარა და საპასუხო მასშტაბური სამხედრო წვრთნები ირანში
"ირანი ცეცხლს ეთამაშება. ისინი არ აფასებენ თუ რაოდენ "კეთილი" იყო მათ მიმართ პრეზიდენტი ობამა. მაგრამ მე ასეთი არ ვიქნები!" - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" იფიციალურ გვერდზე რამდენიმე დღის წინ. ტრამპმა ირანი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო გააფრთხილა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევა და ახალი სანქციების დაწესებით დაიმუქრა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა კი ირანი ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად დაასახელა. შესაბამისი განცხადება მან
You must have Flash Player installed in order to see this player.
ტოკიოში თავის იაპონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"რაც შეეხება ირანის პრობლემას, ეს სახელმწიფო მსოფლიო ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. ჩვენ უნდა გავაგებინოთ ეს ირანს", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ამავდროულად ჯეიმს მეტისმა აღნიშნა, რომ "ირანის პრობლემასთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ყოფნის გაზრდის საჭიროებას ვერ ხედავს".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით, ირანის სასანქციო სიის გაზარდის გადაწყვეტილება მიიღო. სანქციები კიდევ 13 ფიზიკურ პირსა და 12 კომპანიას შეეხება.

აღნიშნულ 13 პირს
შორის არიან ირანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ჩინეთის, ქუვეითისა და ლიბანის მოქალაქეები.

ირანმა კი ტრამპის საპასუხოდ, მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. როგორც ირკვევა, წვრთნების ფარგლებში მოხდება სარაკეტო და რადარების სისტემების გამოცდა. ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ალი აქბარ ველაიათიმ კი განაცხადა, რომ თეირანს სხვა ქვეყნების თანხმობა არ სჭირდება თავის დაცვისთვის და ირანისადმი მუქარა უსარგებლოა.

baia
07 თებერვალი 2017 16:03
მესამე მსოფლიო ომამდე მიდის ყველაფერი, საოცარი წიგნია ბიბლია, უდიდესი სიწმინდე და ერთადერთი ჭეშმარიტი წიგნი კაცობრიობის ისტორიისა, ყველაფრი რაც ამ წიგნში წერია არის წინასწარმეტყველება, ხდება კიდეც ყველაფერი ისე როგორც არის დაწერილი წმინდა წერილის მიხედვით. რა დიდია ღმერთი და რა გასაოცარია რომ ჩვენი სულების გადასარჩენად წმინდა წერილიც კი დაგვიტოვა, გარდა იმ უდიდესი სასწაულებისა რაც ჩვენს ირგვლივ აღესრულება, დიდება უფალს რომ მოგვცა ყველაფერი იმისათვის რომ ვიყოთ ბედნიერები, დიდი ჭკუა არცაა საჭირო კაცმა რომ თქვა ს დაინახო უფლის არსებობა და მისი სუფევა ყველგან ამ სამყაროში. როგორ უნდა განუდგე ყოვლადსახიერ ღმერთს?? ის ხომ ბედნიერებაა და საუკუნო სიცოცხლე? რანაირად ხართ ადამიანები ასე დაბრმავებულნი. ამიტომ იქნება განკითხვის დღე და ამიტომ იქნება ყოველი სულდგმული დადუმებული უფლის წინაშე, დაფიქრდით თU რა დიდია ღმერთი, ყველაზე კეთილი ადამიანიც კი ვერ დაიტევს იმ უდიდეს ბედნიერებას რასაც უფალთან ყოფნა ქვია. მაპატიეთ რომ ჩემი მწირი აზროვნებით გავბედე უფლის ხსენება და ახსნა რაც ხდება და რა მძიმედ ვცოდავთ და რა საშინელებაა ღვთისაგან განდგომა.. დიდება უფალს აწ და მარადის ....
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?