ტრამპმა მერკელს თეთრ სახლში ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში საპროტოკოლო ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა, - იუწყება გამოცემა Politico.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უცნობია, ტრამპმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა თუ უბრალოდ ფოტოგრაფებისა და კანცლერის თხოვნა არ გაითვალისწინა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეკრებილმა ფოტოგრაფებმა ტრამპსა და მერკელს ხელის ჩამორთმევა სთხოვეს. ანგელა მერკელი დონალდ ტრამპისკენ ხელის ჩამორთმევის მიზნით მიბრუნდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული არ შეიმჩნია.

აღსანიშნავია, რომ, ამ შემთხვევამდე, აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს თეთრი სახლის შესასვლელში პირადად დახვდა. ტრამპმა მერკელს ხელი გაუწოდა და თავის რეზიდენციისკენ გაუძღვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გუშინ პირველი შეხვედრა გამართეს და საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (2)
Diplomate
21 მარტი 2017 12:02
ტრამპი ყველასთან მართალია, არც ევროპელმა და არც ამერიკელმა ხელმძღვანელობამ არაფერი არ გააკეთა საქმის გასაუმჯობესებლად მსოფლიოში, პირიქით უფრო დაღუპეს საქმე, ჩვენც მოგვწვდნენ.
ანდრია
19 მარტი 2017 14:39
საინტერესო პიროვნებაა, ახალი სრულიად უცხო სიო შემოიტანა პოლიტიკურ მერკანტილიზმში. ანგელა მიხვდა რომ რომ სულ სხვა ამბავში ჩავარდა და თავად, როგორც ქალი დიდად დაინტერესდა შექმნილი სიტუაციით. დონალდს ხომ ქალებთან ურთიერთობა არ ეშლება და მას ეტყობა სულ სხვაგვარი ელფერი უჭირავს ასეთ მომენტებში. ამას ხომ იგი მუდმივ აფიქსირებს თავის მეუღლესთან, რომელიც მის ყოველ მოქმედებაზე ქალურად ისე თრთის, როგორც ნეკერჩხლის ფოთოლი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები