ტრამპმა მერკელს თეთრ სახლში ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა - კვირის პალიტრა

ტრამპმა მერკელს თეთრ სახლში ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში საპროტოკოლო ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა, - იუწყება გამოცემა Politico.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უცნობია, ტრამპმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა თუ უბრალოდ ფოტოგრაფებისა და კანცლერის თხოვნა არ გაითვალისწინა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეკრებილმა ფოტოგრაფებმა ტრამპსა და მერკელს ხელის ჩამორთმევა სთხოვეს. ანგელა მერკელი დონალდ ტრამპისკენ ხელის ჩამორთმევის მიზნით მიბრუნდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული არ შეიმჩნია.

აღსანიშნავია, რომ, ამ შემთხვევამდე, აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს თეთრი სახლის შესასვლელში პირადად დახვდა. ტრამპმა მერკელს ხელი გაუწოდა და თავის რეზიდენციისკენ გაუძღვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გუშინ პირველი შეხვედრა გამართეს და საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

"ინტერპრესნიუსი"