რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ "იეჰოვას მოწმეები" ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა და აკრძალა - კვირის პალიტრა

რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ "იეჰოვას მოწმეები" ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა და აკრძალა

რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, ორგანიზაცია "იეჰოვას მოწმეების" ექსტრემისტული საქმიანობა აღიარა და ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწეობა აუკრძალა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

იუსტიციის სამინისტროს სარჩელის განხილვის შემდეგ, სასამართლო დაეთანხმა, რომ "იეჰოვას მოწმეების" საქმიანობა შესაძლებელია შეფასდეს, როგორც ექსტრემისტული, რის გამოც ცენტრის ორგანიზაციის ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს.

სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ორგანიზაციის ქონების კონფისკაცია განხორციელდეს. ცენტრის წარმომადგენლებს რჩებათ შესაძლებლობა, განაჩენი გაასაჩივრონ.

"ინტერპრესნიუსი"