თავდასხმა ხაბაროვსკში - დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი კი დაიჭრა - კვირის პალიტრა

თავდასხმა ხაბაროვსკში - დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი კი დაიჭრა

"მისაღებში უცნობი პირი შემოვიდა და ცეცხლი გაუხსნა შენობაში მყოფ ადამიანებს"

რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს (УФСБ) მისაღებში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

„21 აპრილს, ადგილობრივი დროით 17:02 საათზე უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხაბაროვსკის ოლქის სამმართველოს მისაღებში უცნობი პირი შემოვიდა და ცეცხლი გაუხსნა შენობაში მყოფ ადამიანებს. დაიღუპა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ერთი თანამშრომელი და ერთ-ერთი ვიზიტორი, ერთი პირი დაჭრილია. თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შემთხვევის ადგილას გამომძიებლების ჯგუფი მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"