10 წლამდე პატარა კიმს მხოლოდ 14 ადამიანი ჰყავდა ნანახი - ჩრდილოკორეელი დიქტატორის მძიმე ბავშვობა და სტილისტების ფობია
10 წლამდე პატარა კიმს მხოლოდ 14 ადამიანი ჰყავდა ნანახი - ჩრდილოკორეელი დიქტატორის მძიმე ბავშვობა და სტილისტების ფობია
კიმ ჩენ ინი - ჩრდილოკორეელი დიქტატორი, რომლის სახელიც ასოცირდება პომპეზურ სამხედრო აღლუმებთან, კოლოსალური რაოდენობის ქანდაკებებთან, მასობრივი განადგურების იარაღთან და აზიურ "სტალინიზმთან".

ფოტოგალერეა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მთავარი საქმიანობა უკავშირდება ყველაზე ძლიერი ბირთვული იარაღის შექმნას, რომლის დახმარებითაც საკუთარი მტრების განადგურებას აპირებს. ამავე დროს, საკუთარ ქვეყანაში მას ხალხი "დიდ რეფორმატორად" მიიჩნევს, რომელმაც ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და გახადა ისეთი, რომლებზეც ადრე კორეელები ვერც კი იოცნებებდნენ.

კიმ ჩენ ინის ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული. რესპუბლიკის ოფიციალური
You must have Flash Player installed in order to see this player.
მონაცემებით, ის 1982 წლის 8 იანვარს, ფხენიანში დაიბადა. არსებობს ვერსია, რომ კიმ
ჩენ ინის დაბადების თარიღი ხელოვნურად შეიცვალა, რათა მისი 30 წლის იუბილე დამთხვეოდა - მამის, კიმ ჩენ ირის 70 წლის იუბილეს და ბაბუის, კიმ ირ სენის 100 წლისთავს.

კიმ ჩენ ინის დედა, ყოფილი მსახიობი და კიმ ჩენ ირის მესამე, ოფიციალური მეუღლე კო იოჰნ ჰი გახლდათ. სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, მომავალი ბელადი დედის სახლში, ფხენიანის პროვინციაში დაიბადა და იქ მიიღო საშუალო განათლებაც. კო იოჰნ ჰი "საყვარელი დედის" ტიტულს
ატარებდა და ცნობილია, რომ კიმ ჩენ ინს დედის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.

"საყვარელი დედა" სიცოცხლის ბოლო წლებში კიბოთი იყო დაავადებული და 2004 წლის თებერვალში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. არაოფიციალური ვერსიით,
დაუმორჩილებლობის გამო მეუღლის შურისძიების მსხვერპლი გახდა. ამბობენ, რომ დედის გარდაცვალების ცერემონიალზე დასწრების უფლება კიმს არ მისცეს.

მას მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და საიდუმლოდ ზრდიდნენ. 10 წლის ასაკამდე პატარა კიმს მხოლოდ 14 ადამიანი ჰყავდა ნანახი. ისინი, ვინც მის სწავლაზე და მოვლაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. კარცერული ცხოვრების სტილი ბავშვის ფსიქიკაზე მძიმედ აისახა. ერთხელ. როდესაც დიდი ბელადი კიმ ჩენ ირი შვილის მორიგმა ფსიქიკურმა პრობლემამ გააღიზიანა, მისი დასჯა გადაწყვიტა. სამი კვირის განმავლობაში კიმ ჩენ ინს ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ამ დროის განმავლობაში მას არათუ თამაში ან კვება, არამედ მოძრაობაც უჭირდა. (ხელების გაკოჭვა - ჩრდილოეთ კორეაში დასჯის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია ახლაც. როდესაც არასრულწლოვანი წვრილმან ქურდობას ან მშობლების შეურაცხყოფას გაბედავს) კიმ ჩენ ინის ბავშვობაში მსგავსი დასჯის მეთოდი არაერთხელ ყოფილა, რაც მის ცხოვრებისეულ კომპლექსში გადაიზარდა.

ისევე როგორც პირადი ცხოვრება, კიმ ჩენ ინის განათლებაც გასაიდუმლოებულია. დასავლური მედიის ცნობით, ის შვეიცარიაში, ბერნის საერთაშორისო სკოლაში, თუმცა დაწესებულების მმართველობა იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მათ სკოლაში ფეხიც არ შეუდგამს. სამშობლოში დაბრუნებულმა კიმ ჩენ ინიმ სწავლა ფხენიანის სამხედრო აკადემიაში გააგრძელა, სადაც მას "სამხედრო აზროვნების გენიოსს" უწოდებდნენ. კიმ ჩენ ინის თანაკლასელები იხსენებდნენ, რომ სკოლაში იგი გახსნილი და მეგობრული იყო, თუმცა მორიდებული საპირისპირო სქესთან. უყვარდა ხატვა და ჰოლივუდური ფილმები, განსაკუთრებულად მძაფრსიუჟეტიანი, სადაც მთავარ როლს ჟან-კლოდ ვან დამი ასრულებდა. გარდა ამისა, კიმ ჩენ ინი კალათბურთის თავგადაკლული ქომაგი იყო

პოლიტიკურ ასპარეზზე კიმ ჩენ ინი 2008 წელს გამოჩნდა, როდესაც გავრცელდა ცნობები მამამისის სასიკვდილო დაავადების შესახებ, მაშინ ტახტზე უნდა ასულიყო კიმ ჩენ ირის ბიძაშვილი და მრჩეველი, ჩას სონ ტეხზუ, მაგრამ კიმ ჩენ ინის დედის წყალობით, მოვლენები სხვანაირად წარიმართა, მან ჯერ კიდევ 2003 წელს მთელი რესპუბლიკის მმართველობა დაარწმუნა, რომ კიმ ჩენ ინი მამის საყვარელი შვილი და ერთადერთი მემკვიდრე იყო. 2009 წელს ჩრდილოეთ კორეის მმართველად სწორედ კიმ ჩენ ინი მოგვევლინა.

ჩრდილოეთ კორეის მმართველის რანგში კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში პირველად 2012 წლის აპრილში გამოჩნდა, აღლუმის დროს, რომელიც მისი ბაბუის, კიმ ირ სენის ასი წლის იუბილისადმი იყო მიძღვნილი. ჩრდილოეთ კორეის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი, რომელმაც თანამდებობა 26 წლის ასაკში დაიკავა, უკომპრომისოა. ის რეგულრულად, ხმამაღალ მოწოდებებს ისვრის მსოფლიოს მასშტაბით, რომლითაც ადასტურებს საკუთარ "ძალაუფლებას". ის აგრძელებს მამის გზას, ცდილობს განავითაროს ბირთვული იარაღი, რომლითაც ემუქრება ყველას, ვინც გზაზე გადაეღობება.

ჩრდილოკორეის ლიდერი ჰუმანურობით არ გამოირჩევა. მისი მმართველობის პერიოდში 70-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. კიმ ჩენ ინს უყვარს საჯარო დასჯის მოწყობა, მიიჩნევს, რომ ამით  "საკუთარ მმართველობას ამტკიცებს". დასჯილთა შორისაა კიმ ჩენ ინის ბიძა, რომელიც ახალგაზრდა ლიდერმა ღალატსა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.

"უპრინციპო დიქტატორი" - ასე მოიხსენიებენ კიმ ჩენ ინს. მისი არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებების შესახებ ლეგენდები დადის. მსოფლიო აღშფოთება გამოიწვია მის მიერ აფექტის მდგომარეობაში გაცემულმა ბრძანებებმა.

რაც შეეხება კიმ ჩენის პირად ცხოვრებას, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2009 წლიდან დაქორწინებულია მოცეკვავეზე, ლი სოლ ჩჟუზე.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ჩრდილოკორეის ლიდერს ჰყავს ორი შვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვობის ტრავმის გამო, კიმ ჩენს პათოლოგიურად ეშინია სტილისტების. ამიტომ ურჩევნია თავად შეიჭრას თმები. ყველასთვის ცნობილია მისი ვარცხნილობა და თუ ტაბლოიდებს დავუჯერებთ, ჩრდილოეთ კორეაში სილამაზის სალონებში ახალგაზრდა მამაკაცების რიგები დგას, რომლებიც ზუსტად ისეთი ვარცხნილობის გაკეთებას ითხოვენ, როგორიც თავიანთ ლიდერს აქვს.

ცნობილია, რომ კიმ ჩენს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომელიც მისმა წონამ გამოიწვია. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, მას აქვს შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონია, რომლითაც უკვე წლებია იტანჯება.

იხილეთ ფოტოგალერეა


თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

ქრისტი
06 მაისი 2017 05:19
გიორგი, თქვენ ჩრდილოეთ კორეა (КНДР) და სამხრეთ კორეა აგერიათ ერთმანეთში. სამხრეთ კორეა ერთერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში (სამსუნგი სამხ. კორეული ფირმაა სხვათაშორის) ამერიკამ დიდი წვლილი შეიტანა სამხ კორეის განვითარებაში.
grisha
05 მაისი 2017 12:47
მიშა გამახსენდა, ანაზდად.....
დავითი
04 მაისი 2017 17:29
ამ სტატიაში არ წერია მთელი იმ საშინელებების შესახებ, რაც ჩრდილოეთ კორეაში ხდებოდა და ხდება. -იან წლებში იქ იყო საშინელი შიმშილობა, რამდენი მილიონი კაცი დაიღუპა არავინ იცის. კანიბალიზმი იყო გავრცელებული. ახალც ხალხი შიმშილობის ზღვარზეა, ბრინჯსაც კი იშვიათად ჭამენ, ხორცი კიდე წელიწადში ერთხელ. 70 კაცი დასაჯაო სიკვდილითო, რომ დაწერეთ, 70,000 იქნება მინიმუმ. ერთ-ერთი საკუთარი ალალი ბიძა ყუმბარმტყორცნით ააფეთქა. ეს არის კომუნიზმის და ახიური დესპოტიის საზიზღარი ნარევი, როგორ შეიძლება ასეთი ქვეყანა რომ მოგწონდეს?
ilia
04 მაისი 2017 16:23
აი აქ ამერიკა რაშუაშია? კიმის პოტენციურ თაყვანისმცემელი ხარ გიორგი. რუსეტი ყველაფერს გართმევდეს საუკუნეების მანზილზე და მტრად ამერიკას სახავდე, იდიოტი უნდა იყო!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა