თვითმხილველთა თქმით, მანქანა ჯერ მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა, მერე კი ტროტუარზე შეიჭრა - ტრაგიკული ინციდენტი თაიმს სქვერზე - კვირის პალიტრა

თვითმხილველთა თქმით, მანქანა ჯერ მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა, მერე კი ტროტუარზე შეიჭრა - ტრაგიკული ინციდენტი თაიმს სქვერზე

ბოლო ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13-ზე მეტი დაშავდა ნიუ იორკის ცენტრში, თაიმს სქვერზე, სადაც ავტომანქანა დიდი სიჩქარით მოქალაქეებით სავსე ტროტუარზე შევარდა.

ნიუ იორკის პოლიციის ინფორმაციით, მძღოლი დაკავებლია, ის 26 წლის ახალგაზრდაა, რომელიც ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის ადრეც არაერთხელ დაუკავებიათ.

cbsnews-ის ინფორმაციით, ავარია, როგორც ჩანს, ტერაქტს არ უკავშირდება.

თვითმხილველთა თქმით, მანქანა ჯერ მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა, მერე კი ტროტუარზე შეიჭრა - ტრაგიკული ინციდენტი თაიმს სქვერზე

თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში მომხდარ ინციდენტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.