"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო - კვირის პალიტრა

"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო

დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" სირიაში ჰამას პროვინციის სოფლებში მასობრივი მკვლელობა მოწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების ადგილობრივი სააგენტო "სანა" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ექსტრემისტების სამიზნე, ამჯერად 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტებმა შიიტი მუსლიმები დახოცეს, რომლებიც რელიგიური ნიშნით გამოარჩიეს. დახოცილებს შორის ქალები, ბავშვები და ჯარისკაცები არიან, რომლებიც ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს.

ცნობილი ხდება ასევე, რომ სირიის სამთავრობო არმიასა და ჯიჰადისტებს შორის შეტაკებები ბოლოს ქალაქ აქარებ ალ-საფის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"