მარადონა: "პუტინი ფენომენია, ტრამპი კი მულტფილმის გმირი" - კვირის პალიტრა

მარადონა: "პუტინი ფენომენია, ტრამპი კი მულტფილმის გმირი"

არგენტინისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო მარადონამ "რაშა თუდეისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფენომენია, რომელსაც შეუძლია დედამიწაზე მოსახლეობას მშვიდობა მოუტანოს.

"პუტინი ფენომენია. ვფიქრობ, უგო ჩავესისა და ფიდელ კასტროს შემდეგ, ვლადიმერ პუტინი დანიელ ორტეგასა და ევო მორალესთან ერთად ე.წ. უმაღლეს ლიგას წარმოადგენს. პუტინი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ამ პლანეტაზე ბევრს მშვიდობა მოუტანოს", - განაცხადა დიეგო მარადონამ.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებს, რათა 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების საკითხი განიხილოს.

კითხვაზე, რას ფიქრობს ის აშშ-ის პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე, როგორც პოლიტიკოსზე, მარადონამ ასე უპასუხა: "მე მიჭირს მასზე როგორც პოლიტიკოსზე საუბარი. მე მას ამ როლში ვერ ვხედავ. ჩემთვის ის უფრო კომიქსის ან მულტფილმის გმირია. ყოველ ჯერზე, როდესაც მას ტელევიზორში ვხედავ, სხვა არხზე ვრთავ".