"თუ ომი გარდაუვალია, მაშინ პირველი დარტყმა ჩვენ უნდა განვახორციელოთ" - ტრამპისა და პუტინის შედარებითი დახასიათება - კვირის პალიტრა

"თუ ომი გარდაუვალია, მაშინ პირველი დარტყმა ჩვენ უნდა განვახორციელოთ" - ტრამპისა და პუტინის შედარებითი დახასიათება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. მსოფლიო ლიდერების შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ნაცვლად დაგეგმილი 30 წუთისა, შეხვედრა 2 საათი და 16 წუთი გაგრძელდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა ჟურნალისტების თანდასწრებით კომენტარები გააკეთეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ პუტინთან ერთად აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებისთვის დადებით შედეგებს მოელის.

თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მწვავე საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა ამგვარი პირისპირი შეხვედრები და იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა დადებით შედეგს მოიტანს.

ცნობილია, რომ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ტრამპმა რუსეთის მხარეს მოუწოდა დათმოს "მტრული რეჟიმი“ როგორც უკრაინაში ასევე სხვა ქვეყნებში და შეცვალოს პოლიტიკა სირიასა და ირანში.

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დონალდ ტრამპი სიმპათიებს გამოხატავდა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და ის "ძლიერ მთავარსარდლადაც“ კი დაასახელა, თუმცა დღეს, ტრამპის დამოკიდებულება განსხვავებულია. რუსი პოლიტიკოსების აზრით, ამ შეხვერის შემდეგ შესაძლოა ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა დათბეს.

გზა მწერვალისკენ - ჩრდილში და ყურადღების ცენტრში

როგორც ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტი წერს, ვლადიმირ პუტინმა თავისი მოღვაწეობა აგენტობით დაიწყო. მაშინ როცა საბჭოთა სისტემა დაიშალა, პუტინი აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა აგენტი იყო. ის შეეჩვია ჩრდილში ცხოვრებასა და საქმიანობას, ის 1990-იან წლებში სანკტ-პეტერბურგის მერის მოადგილე იყო, დროთა განმავლობაში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს მართვის სადავეები აიღო ხელში, შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტიც გახდა. 2000 წლიდან პუტინი რუსეთის პოლიტიკური ელიტის სათავეშია და ყველასთის ცნობილია როგორც ეშმაკი და მოხერხებული პოლიტიკოსი. საერთო საცხოვრებელში გაზრდილი პოლიტიკოსის ფრაზაა: "თუ ომი გარდაუვალია, მაშინ პირველი დარტყმა ჩვენ უნდა განვახორციელოთ“, რაც კარგად ასახავს პრეზიდენტის პოლიტიკურ თუ პიროვნულ თვისებებს.

დონალდ ტრამპი განსხვავებული პიროვნებაა. ის შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ნიუ-იორკის უძრავი ქონების მაგნატის ვაჟმა მოახერხა და ვიეტნამის ომს აარიდა თავი, შემდეგ 1 მლნ დოლარით თავადაც ჩაერთო ბიზნესში. ააშენა საკუთარი სასტუმრო და გართობის იმპერია.

დონალტ ტრამპი აშშ-ს ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც აქამდე არ იკავებდა არცერთ არჩევით თანამდებობას და არც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

ის არასდროს იყო ისეთი თავშეკავებული, როგორც რუსეთის პრეზიდენტი. ხმაურიანი გამოსვლები თუ შოუები ყოველ ჯერზე უმაღლებდა რეიტინგს და უფრო და უფრო პოპულარულს ხდიდა. სწორედ ეს პოპულარობა დაეხმარა მას 2015 წელს რესპუბლიკური პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, დღეს კი ის აშშ-ს პრეზიდენტია.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი მათგანი არ მალავს, თუ როგორ სურს საკუთარ ქვეყანას ძველი დიდება დაუბრუნოს. განსახვავებულია მათი საგარეო პოლიტიკა ტერორიზმის საკითხებშიც კი. პუტინის ქმედებები, როგორც უკრაინაში ასევე სირიაში, კარგად ასახავს, რომ მას სურს რუსეთის გავლენის ქვეშ მოაქციოს ყველა. ის ცდილობს აღმოსავლეთ ევროპას NATO-ში გაერთიანება აარიდოს და მისი გავლენა არ დაასუსტოს. დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები კი პუტინს დროდადრო ადანაშაულებენ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში. მათი აზრით, პუტინს ევროპის ქვეყნების კავშირის დასუსტება სურს.

მეორეს მხრივ, აშკარაა დონალდ ტრამპის მისწრაფება, ამერიკა ისევ ძლევამოსილ სახელმწიფოდ აქციოს. მისთვის ეს გულისხმობს სამხედრო ხარჯის ზრდას, მოკავშირე ქვეყნებისთვის ბეგარის მომატებას, ქვეყანაში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და ამერიკელების მხარდაჭერას.

ორივე პრეზიდენტი იზიარებს სტილს იყვნენ "ავტორიტეტები“. მაგალითისთვის, ტრამპმა გერმანიაში შეხვედრაზე ანგელა მერკელს ხელი არ ჩამოართვა. პუტინი სხვა სტრატეგიას იყენებს, მას მოკავშირეების დაშინება უფრო იზიდავს. მაგალითად: ანგელა მერკელს რომელსაც ძაღლების ეშინია, საჩუქრად ლაბრადორის ჯიშის ძაღლი აჩუქა.

რაც შეეხება ორი პრეზიდენტის ოჯახის წევრებს, დონალდ ტრამპის ოჯახი თეთრი სახლის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობს. პრეზიდენტი არ შეუშინდა მედიისა და საზოგადოების კრიტიკას და ოჯახის წევრებს სხვადასხვა თანამდებობაც მისცა. ივანკა ტრამპის ოფისი თეთრი სახლის დასავლეთ ნაწილშია, ის მამას სხვადასხვა რჩევას აძლევს, ხოლო ივანკას მეუღლე ჯარედ კუშნერი პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია. კუშნერი ხელმძღვანელობს აშშ-ს ურთიერთობას მექსიკასთან, ახლო აღმოსავლეთთან და ჩინეთთან, მის კომპეტენციაში შედის სისხლის სამართალწარმოების რეფორმაც.

საპირისპირო დამოკიდებულება აქვს პუტინს. ის ცდილობს ოჯახი და პირადი ურთიერთობები საზოგადოების განხილვის თემა არ იყოს. 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ ის 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ლუდმილა პუტინას დაშორდა. პუტინს ორი შვილი ჰყავს, მათ შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მხოლოდ 2015 წელს გახდა ცნობილი, რომ პუტინის ერთ-ერთი შვილი კატერინა, მოსკოვში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად და თან, როგორც ჩანს, სახელიც გადაირქვა. უფროსი ქალიშვილი მარია ენდოკრინოლოგია.

რამდენიმე ხნის წინ, ივანკა ტრამპმა 5 წლის შვილთან ერთად ჩინეთის პრეზიდენტს ჩინეთის ეროვნული სიმღერა შეუსრულა, ამ დროს კი პუტინი ყველაფერს აკეთებს რათა მასმედიისთის უცნობი დარჩეს ვინ არიან მისი შვილიშვილები.

განსხვავებულია ამ ორი პირველი პირისა და საინფორმაციო საშუალებების ურთიერთობაც. მაშინ, როცა პუტინი ცდილობს ჟურალისტებთან სიმშვიდე შეინარჩუნოს, ტრამპი უხამსი მიმართვებითა და თავხედური ქცევებით იქცევს მედიის ყურადღებას. ყველას ახსოვს მისი დამოკიდებულება, როცა ამერიკული მედია წინასაარჩევნოდ ტრამპის პირადი ცხოვრების შესახებ ალაპარაკდა, ქალბატონები, რომლებიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენია. (წყარო)

მოამზადა ეკა გადახაბაძემ