ქმარმა ცოლი ვახშმის დაგვიანების გამო მოკლა - კვირის პალიტრა

ქმარმა ცოლი ვახშმის დაგვიანების გამო მოკლა

ინდოეთის სამართალდამცავებმა 60 წლის აშოკ კუმარი დააკავა, რომელსაც ცოლს მკვლელობა ედება ბრალად. როგორც ირკვევა, მკვლელობის მოტივი ის გახდა, რომ ქალს ქმრისთვის ვახშმის მომზადება დააგვიანდა.

გაბრაზებულმა კაცმა ცოლს  თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 55 წლის ქალბატონი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

აშოკ კუმარმა სამართალდამცავებს აღიარებითი ჩვენება მისცა. მისი თქმით, ცოლი სიკვდილს იმსახურებდა.

როგორც ცნობილია, 10 წელზე მეტია ინდოეთში ოჯახური ძალადობა და ქალთა ჩაგვრა გადაუჭრელ პრობლემად ითვლება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2015 წელს ოჯახური ძალადობის შესახებ სამართალდამცავები შეტყობინებას საშუალოდ ყოველ 4 წუთში იღებდნენ. ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტის თქმით, ქალთა უფლებები ყველაზე მეტად ინდოეთში ირღვევა და უამრავი ამბავია გამოუძიებელი, პრობლემა საზოგადოების აზრს უკავშირდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ქმარს "უფლება აქვს" ცოლს სცემოს.

სამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კი დადგინდა, რომ ინდოეთში მამაკაცთა 54% და ქალთა 51%-ს მიაჩნია, რომ ქმარს უფლება აქვს ცოლზე იძალადოს. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ