რუსული მედია: რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ "საქართველოს ავიახაზების" რეისები შეზღუდა - კვირის პალიტრა

რუსული მედია: რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ "საქართველოს ავიახაზების" რეისები შეზღუდა

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ "საქართველოს ავიახაზების" რეისები შეზღუდა, ვინაიდან ქართული მხარე რუსული ავიაკომპანია "ურალის ავიახაზების" მიმართ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს, - აღნიშნულის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება.

გუშინ ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზების" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ თბილისი-მოსკოვის კვირაში ოთხი რეისი გააუქმა. რუსეთის ტრანპორტის სამინისტროში ეს ინფორმაცია დაადასტურეს.

"ეს შეზღუდვა საპასუხო ნაბიჯია, ვინაიდან მაისიდან ქართული მხარე "ურალის ავიახაზებს" "ჟუკოვსკის" აეროპორტიდან კვირაში ოთხი რეისის განხორციელების საშუალებას არ აძლევს", - განაცხადეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

"ინტერპრესნიუსი"