ინტერპოლის მიერ მომზადებულ სიაში "ისლამური სახელმწიფოს“ 173 თვითმკვლელი ტერორისტია შეყვანილი - კვირის პალიტრა

ინტერპოლის მიერ მომზადებულ სიაში "ისლამური სახელმწიფოს“ 173 თვითმკვლელი ტერორისტია შეყვანილი

ინტერპოლმა სია მოამზადა, რომელშიც "ისლამური სახელმწიფოს“ 173 თვითმკვლელი ტერორისტია შეყვანილი. აღნიშნულის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian იუწყება.

ინტერპოლის ვარაუდით, აღნიშნულმა პირებმა მომზადება გაიარეს ევროპაში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. მათ ეს მონაცემები ამერიკული დაზვერვის დახმარებით შეაგროვეს.

მათი ინფორმაციით, სიაში შეყვანილმა პირებმა სწავლება გაიარეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების კუთხით. ინტერპოლში მიიჩნევენ, რომ მათ შეუძლიათ საზღვარგარეთ ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლს არ აქვს ინფორმაცია, აღნიშნულმა პირებმა შესძლეს თუ არა ევროპის ტერიტორიაზე შესვლა.

"ინტერპრესნიუსი"