აშშ-ის სენატი რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა - კვირის პალიტრა

აშშ-ის სენატი რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

საუბარია საქართველოზეც, კერძოდ, მოსკოვსა და თბილისს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე

აშშ-ის სენატი რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ქვეყნის ორივე პარტია თანახმაა, რომ 25 ივლისს წარმომადგენლობით პალატაში კენჭი ახალ კანონს უყარონ.

დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც რუსეთს შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესონ, დეტალურადაა აღწერილი ოფიციალური მოსკოვის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები. მათ შორის საუბარია საქართველოზეც, კერძოდ, მოსკოვსა და თბილისს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რაზეც დოკუმენტში წერია, რომ რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას და საქართველოს ანექსიას განაგრძობს.

კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარების გაყვანისკენ უნდა მოუწოდოს. კანონპროექტი ევროპისა და ევრაზიისთვის 2018-2019 წლებში 250 მილიონი დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"