ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ავღანეთის დედაქალაქში ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ იუწყება.

ტერაქტის შედეგად დაშავდა 42 ადამიანი.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის ერთ-ერეთ უბანში აიფეთქა თავი. აფეთქება ავღანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მოადგილის მოჰამად მოჰაქიქას სახლთან ახლოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით პასუხისმგებლობა აღნიშნულ ტერაქტზე რადიკალურმა დაჯგუფებამ "თალიბანმა“ აიღო.

"ინტერპრესნიუს"