რატომ დააკავეს უზბეკეთის ექსპრეზიდენტის ქალიშვილი, რომელიც თავის დროზე სახელმწიფო გადატრიალებაშიც კი იყო ეჭვმიტანილი?!
რატომ დააკავეს უზბეკეთის ექსპრეზიდენტის ქალიშვილი, რომელიც თავის დროზე სახელმწიფო გადატრიალებაშიც კი იყო ეჭვმიტანილი?!
უზბეკეთში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის შვილი გულნარა კარიმოვა დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გულნარა კარიმოვას ბრალად ედება - თაღლითობა, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა, ვაჭრობისა და მომსახურების გაწევის წესების დარღვევა, დოკუმენტების გაყალბება და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზება.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, სამი კერძო კომპანიის მიერ გადასახადების გადახდის თავიდან არიდების საქმის გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის შვილი შესაძლოა უშუალოდ ხელს უწყობდა მათ დანაშაულს.

"გამოძიების მასალების თანახმად, 12 ქვეყნის ტერიტორიაზე დადგინდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ლეგალიზებული აქტივების არსებობა 1,394 მილიარდი აშშ
დოლარის, 63,5 მილიონი ევროს, 27,1 მილიონი გირვანქა სტერლინგისა და 18,5 მილიონი ფრანკის ოდენობით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ჩვენ უკვე ვწერდით უზბეკეთის ექსპრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის გავლენიან ქალიშვილებზე.
უმცროსი გოგონა ლოლა იუნესკოში უზბეკეთის წარმომადგენელია. აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო აქციებში. ის ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად და ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს. მისი ოჯახის ქონება 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ქარიმოვის უფროსი ქალიშვილი გულნარაც დიპლომატიური მისიით სხვადასხვა დროს მივლენილი იყო, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე გაეროსა და ესპანეთშიც. მის სახელთან არის დაკავშირებული საიუვილერო ბრენდის Guli - ს შექმნა. პოლიტიკურ წრეებში ფიქრობდნენ, რომ სწორედ ის
იქნებოდა მამის მემკვიდრე, თუმცა გოგონა სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულეს. მას შინაპატიმრობა მიესაჯა ამიტომ მამის დაკრძალვაზეც კი ვერ მივიდა.

იხილეთ ასევე: მსოფლიოს გავლენიანი მმართველების არანაკლებ გავლენიანი ქალიშვილები (+ ფოტოგალერეა)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა