ჩრდილოთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა - კვირის პალიტრა

ჩრდილოთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა

იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ 29 ივლისს, 23:41 წუთზე კიდევ ერთხელ გამოსცადა კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა. სამხრეთ კორეის სააგენტოების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა ჩაგანდოს პროვინციიდან ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ისროლა. ივლისის დასაწყისში ფხენიანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ პირველად გამოსცადეს კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა (МБР).

იაპონიის სამთავრობო წარმომადგენელის თქმით, ამჯერად გაშვებული რაკეტა, წინა რაკეტასთან შედარებით 45 წუთით მეტს მიფრინავდა.

ის იაპონიის ზღვის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა და არა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში.

რაკეტის გამოცდის ეს შემთხვევაც გაეროს რეზოლუციის საწინააღმდეგო ქმედებაა.

ფხენიანის მხრიდან 2017 წელს რაკეტის გამოცდის ეს უკვე მე-14 მცდელობაა.

დამკვირვებელთა აზრით, ჩრდილოეთ კორეის რაკეტების უმეტეს ნაწილს არ აქვს ზუსტი მიზანი და შერჩეულ წერტილში ვერ ხვდებიან.

სხვა ექსპერტების აზრით კი თუ ფხენიანი ასეთი ტემპით გააგრძელებს რაკეტების გამოცდას, 5-10 წელში შეძლებს იმგვარი ბირთვული იარაღის დამზადებას, რომელიც აშშ-ს ტერიტორიასაც მიაყენებს ზიანს.

აშშ-მ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა განათავსა, რამაც მეზობელ ქვეყნებში, კონკრეტულად კი ჩინეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.(წყარო)

ეკა გადახაბაძე