ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ქაბულში, ერაყის საელჩოზე თავდასხმაში მონაწილე ”ბოევიკები” გაანადგურეს - კვირის პალიტრა

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ქაბულში, ერაყის საელჩოზე თავდასხმაში მონაწილე ”ბოევიკები” გაანადგურეს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ქაბულში, ერაყის საელჩოზე თავდასხმაში მონაწილე ყველა ”ბოევიკი” გაანადგურეს. ამის შესახებ ტელეარხი 1TV ავღანეთის შსს-ზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ავღანეთის შსს-ში იუწყებიან, ერაყის საელჩოს მახლობლად ტერიტორიის "ბოევიკებისგან“ გაწმენდის ოპერაცია დასრულდა. თავდასხმაში ოთხი "ბოევიკი“ მონაწილეობდა, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც საელჩოს შესასვლელთან თავი აიფეთქა. ტერორისტებთან ბრძოლა ოთხი საათი მიმდინარეობდა.

როგორც ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, ავღანეთში ერაყის დროებითი რწმუნებული ეგვიპტის საელჩოში იყო ევაკუირებული. აფეთქებისას საელჩოს დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

"ინტერპრესნიუსი"