რა წერია განკარგულებაში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა? - კვირის პალიტრა

რა წერია განკარგულებაში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა?

უკრაინული გამოცემა "ობოზრევატელ" უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განკარგულებას აქვეყნებს, რომლითაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

პეტრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი 26 ივლისით არის დათარიღებული.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციის 106-ე მუხლის 26 პუნქტისა და "მოქალაქეობის შესახებ" კანონის მე-17 და მე-19 მუხლების თანახმად ჩამოერთვა.

გარდა ამისა, განკარგულებაში ასევე მოყვანილია კიდევ შვიდი პირი, რომლებსაც მოქალაქეობა ჩამოერთვა.

"ინტერპრესნიუსი"