ახალი დეტალები სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე - რას ამბობს უკრაინის გენპროკურორი? - კვირის პალიტრა

ახალი დეტალები სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე - რას ამბობს უკრაინის გენპროკურორი?

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესაძლებლობა დაუშვა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული გამოცემა "აპოსტროფი" წერს.

გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ბლოგერებთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი ბლოგერი წერს, ლუცენკომ განაცხადა, რომ "იძულებული იქნება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოახდინოს მისი უკრაინაში ჩასვლის შემთხვევაში".

ლუცენკომ ამავდროულად განმარტა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს მხრიდან ახალ მოთხოვნას ექნება ადგილი.

"ინტერპრესნიუსი"