"შეგიძლიათ მადლობა პუტინს გადაუხადოთ" - რაში დაადანაშაულა მაკკეინმა ტრამპი? - კვირის პალიტრა

"შეგიძლიათ მადლობა პუტინს გადაუხადოთ" - რაში დაადანაშაულა მაკკეინმა ტრამპი?

გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესი რუსეთთან "ძალიან სახიფათო" ურთიერთობის მიღწევაში დაადანაშაულა.

"ჩვენი ურთიერთობა რუსთთან ყველაზე დაბალ და სახიფათო დონეზეა", - დაწერა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ ამისთვის მადლობა აშშ-ის კონგრესს ეკუთვნის.

"ამისთვის მადლობა კონგრესს უნდა გადავუხადოთ, იმავე ხალხს, ვისაც ჩვენთვის სამედიცინო დაზღვევის მოცემა არ შეუძლია", - დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მოგვიანებით, "რესპუბლიკელმა" სენატორმა ჯონ მაკკეინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უპასუხა, რომელმაც აშშ-ის კონგრესი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებაში დაადანაშაულა.

"ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან სახიფათოდ დაბალ ნიშნულზეა. მადლობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეგიძლიათ გადაუხადოთ ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმისთვის, მეზობლებთან შეჭრისთვის და ჩვენი მოკავშირეების მისამართით მუქარისთვის", - დაწერა ჯონ მაკეინმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"