5 დაღუპული და 36 დაშავებული - ავარია თურქეთში - კვირის პალიტრა

5 დაღუპული და 36 დაშავებული - ავარია თურქეთში

თურქეთში, ამასიას პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა.

აღნიშნულის შესახებ თურქული ტელეარხი NTV იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც სტამბოლიდან სამსუნში მიემართებოდა, ქალაქ მერზიფონში გადატრიალდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"