ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 175 კი დაშავდა - კვირის პალიტრა

ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 175 კი დაშავდა

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 17 დასახლებულ პუნქტსა და ტურისტულ ზონებში 13 ადამიანი დაიღუპა, 175 კი დაშავდა, - ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება. დაშავებულთაგან 23 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სასტუმრო, რომელშიც ორიათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილობრივ ჩამოიშალა. 500 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

მიწისძვრა გუშინ, ადგილობრივი დროით 21:19 საათზე მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 6,5 შეადგინა. თუმცა, ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7-ს შეადგენდა. მიწისძვრის შემდეგ ასზე მეტი აფთერშოკი დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსი"