მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე?! - კიმ ჩენ ინი ამერიკის სამხედრო ბაზის დაბომბვით იმუქრება, აშშ-მა კი ჩრდილოელებზე დარტყმის გეგმა შეიმუშავა
მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე?! - კიმ ჩენ ინი ამერიკის სამხედრო ბაზის დაბომბვით იმუქრება, აშშ-მა კი ჩრდილოელებზე დარტყმის გეგმა შეიმუშავა
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ჩრდილოეთ კორეამ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა. რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებობს საფრთხე, რომ კიმ ჩენ ინიმ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ გუამზე განლაგებულ ამერიკის სამხედრო ბაზას დაარტყას. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილელთა თავდასხმის გეგმა საშუალო და დიდი მანძილის რაკეტების გასროლას ითვალისწინებს.

8 აგვისტოს ნიუ-ჯერსის შტატში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა: "ჩრდილოეთ კორეისათვის აჯობებს, ნუღარ დაემუქრება შეერთებულ შტატებს, თორემ ისეთ ცეცხლსა და რისხვას მიიღებენ, მსოფლიოში
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ ჯერ არავის უნახავს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მუქარა ძალიან მძიმეა, ნორმალური განცხადებების ზღვარს სცდება. და როგორც ვთქვი, მიიღებს ცეცხლს, რისხვასა და - პირდაპირ ვიტყვი - ძალას, როგორც მსოფლიოში ჯერ არავის უნახავს".
კუნძული გუამი
აშშ-ს სახელწიფო მდივნის რექს ტილერსონის აზრით კი ჩრდილოეთ კორეის მეთაურს "არ ესმის დიპლომატიური ენა". ბოლო დღეებში ტილერსონი გუამზეც ჩავიდა და განცხადებები იქიდან გააკეთა.

ტელეარხ NBC-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ობიექტებზე B-1B Lancer, ბომბდამშენის გამოყენებით პრევენციული დარტყმების გეგმა უკვე შეიმუშავა. ტელეარხის წყაროების ინფორმაციით,
აღნიშნული ბომბდამშენების გამოყენება გეგმის მთავარი ნაწილია. წყნარ ოკეანეში გუამის კუნძულზე მდებარე ანდერსენის ავიაბაზაზე B-1B Lancer-ის ექვსი ბომბდამშენია განთავსებული.

პენტაგონში მიიჩნევენ, რომ თუ აშშ  ნამდვილად შეეცდება ჩრდილოეთ კორეაზე საჰაერო დარტყმები მიიტანოს, ოპერაციის
ფარგლებში თანამგზავრებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, გამანადგურებლებს და სადაზვერვო თვითმფრინავებს გამოიყენებს.


ჩრდილოკორეის სააგენტოების ცნობით, გეგმა ფხენიანმაც შეიმუშავა. "გეგმის მოწონების შემთხვევაში, ის ნებისმიერ დროს შეიძლება განხორციელდეს, ამისთვის მხოლოდ ქვეყნის მთავარსარდლის კიმ ჩენ ინის ბრძანებაა საკმარისი".

ექსპერტების აზრით, ეს მუქარები მხოლოდ რიტორიკაა.

იხილეთ ასევე: "ჩრდილოეთ კორეელი ბავშვის პირველი სიტყვა დედაა, მეორე კი - კიმ ირ სენი" - რას ჰყვება კაცი, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გამოიქცა?!

როგორც ცნობილია, რუსეთი და ჩინეთი აქამდე არ უჭერდა მხარს სხვა სახელმწიფოების პოზიციას ჩრდილოეთ კორეის მიმართ, თუმცა ბოლო პერიოდში გახშირებული ბალისტიკური რაკეტების გამოცდების შემდეგ, ისინი შეუერთდნენ მოწოდებას, ჩრდილოეთ კორეამ უნდა  შეწყვიტოს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა.

ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს გაერომ სანქციებით უპასუხა. ფხენიანში კი გაეროს გადაწყვეტილება "ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ ამის გამო აშშ "პასუხს აგებს“.

ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფხენიანი ემზადება გუამის ბაზას Hwasong-12 ტიპის რაკეტით დაარტყას. როგორც ამბობენ, ეს გადაწვეტილება გუამის ბაზაზე წვრთნების დაწყების საპასუხო რეაქცია იყო.

ამ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ, გუამის გუბერნატორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კუნძულის მიმართ არანაირი მუქარა არ გაუგია, თუმცა ისინი ნებისმიერ შემთხვევას მომზადებული შეხვდებიან. (წყარო)

იხილეთ ასევე: 10 წლამდე პატარა კიმს მხოლოდ 14 ადამიანი ჰყავდა ნანახი - ჩრდილოკორეელი დიქტატორის მძიმე ბავშვობა და სტილისტების ფობია


თარგმნა ეკა გადახაბაძემ

ნინო
13 აგვისტო 2017 23:33
აშშ მ სადაც კი ომი დაიწყო ყველგან ჩაისვარა. ან წააგო ან ბოლომდე ვერ მიიყვანა. ტრაწიანი ბავშვივითაა))
გიგო
12 აგვისტო 2017 23:45
ამერიკა პატარა კვეკნებს ჩაგრირ ტორე გაუბედოს ჩინეტს ან რუსეტს ნახავს მერე უბედურებას
...
12 აგვისტო 2017 19:32
ფაქტობრივად ისევ იაპონია-ამერიკის ომის ვარიანტია და რით დამთავრდა იცითეს ომი, მერე ისევ ამერიაკს დაადანაშაულებენ რა სასტიკი და სისხლის მსმელი ქვეყანააო.
...
12 აგვისტო 2017 19:18
ესეიგი როგორ ძალით იწვევენ ამერიკელებს ომისთვის, თითქოს რამეში სცდიანო. ბოლოს იაპონიისნაირად მიიღებენ, ამ რეგვენი ინის გამო მილიონობით ადამიანი დაიღუპოს უნდა> ამერიკელებამ უნდა ჩამაოხრჩონ სახალხოთ ან ყელი გამოსჭრან ამ ნაძირალას. ამერიკა ბოლოს ისეთ იარაღს გამოიყენებს რომ დედამიწა 1 საათში დასრულდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა