უკრაინიდან რუსი ჟურნალისტი გააძევეს - კვირის პალიტრა

უკრაინიდან რუსი ჟურნალისტი გააძევეს

რუსული ВГТРК-ს კორესპონდენტი თამარა ნერსესიანი უკრაინიდან გააძევეს. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი „Россия 24“ იუწყება.

„კიევიდან გააძევეს ВГТРК-ს სპეციალური კორესპონდენტი თამარა ნერსესიანი. დეტალების შესახებ ჟურნალისტი მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას, თუ რა პრეტენზიები წაუყენეს მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა“, - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ივლისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინიდან რუსი ჟურნალისტი მარია კნიაზევა გააძევა.

"ინტერპრესნიუსი"