ბარსელონაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - კვირის პალიტრა

ბარსელონაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

"ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი ათს გადააჭარბა. 13 გარდაცვლილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას “როიტერი”. თუმცა, მედია არ გამორიცხავს, რომ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.

რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძღოლმა გაქცევა მოახერხა და სამართალდამცავები მისი დაკავებისთვის საჭირო ღონისძიებებს ახორციელებენ.

ადგილობრივი პოლიცია მოქალაქეებს, მათ შორის ტურისტებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. გადაკეტილია როგორც რამბლას მოედანი, ასევე მისი პარალელური ქუჩები, დაკეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მუშაობა შეაჩერა მეტროპოლიტენმა. ჯერჯერობით ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია ოფიციალურად არ მინიჭებია, თუმცა ქალაქის მასშტაბით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

იხილეთ ასევე: ტერაქტი ბარსელონაში - 4 დაღუპული და 30-მდე დაშავებული

"ინტერპრესნიუსი"