ვინ არის ქალი, რომელიც ლონდონისა და პარიზის ტერაქტების შემდეგ, უკვე ბარსელონაში გადაურჩა ტერორისტის თავდასხმას? - კვირის პალიტრა

ვინ არის ქალი, რომელიც ლონდონისა და პარიზის ტერაქტების შემდეგ, უკვე ბარსელონაში გადაურჩა ტერორისტის თავდასხმას?

"კვლავ მსურს მოგზაურობა. შეიძლება რაღაც ცუდი მოხდეს, მაგრამ ეს არ მაბრკოლებს"

26 წლის ჯულია მონაკო  17 აგვისტოს, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტისას, მეგობრებთან ერთად, რამბლას მოედანზე სავაჭროდ იმყოფებოდა, იქ, სადაც ტერორისტი მანქანით შევარდა ხალხის მასაში და 14 ადამიანი იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელი ტურისტი ქალისთვის მესამე ტერაქტი იყო ევროპაში მოგზაურობისას. ის აქამდე ლონდონში, "ლონდონ ბრიჯზე" და პარიზში მომხდარ ტერაქტებსაც გადაურჩა.

"მოულოდნელად მაღაზიაში ჩაკეტილები აღმოვჩნდით, დავიბენით და ვცდილობდით გარეთ გაღწევას. რამდენიმე წამში მივხვდით, რომ გადავრჩით, თუმცა გვეუბნებოდნენ, რომ მიწაზე დავწოლილიყავით და მაღაზიაში დავრჩენილიყავით. "ლონდონ ბრიჯზე" მომხდარი ტერაქტის ღამეს იქ აღმოვჩნდი, ასევე ვიყავი პარიზშიც, სადაც ტერაქტი მოხდა".

"მომხდარის გამო, მაინც არ მინდა სახლში დაბრუნება. მინდა აქ დავრჩე და არ მივცე თავიანთი მიზნის განხორციელების შესაძლებლობა მათ... კვლავ მსურს მოგზაურობა. შეიძლება რაღაც ცუდი მოხდეს, მაგრამ ეს არ მაბრკოლებს", - ამბობს ჯულია მონაკო.

იხილეთ ასევე: "ვუყურებდი, როგორ ეცემოდნენ გასისხლიანებული ადამიანები ჩემს წინ, ეს კოშმარი იყო..." - ბარსელონას ტერაქტის სისხლიანი ქრონიკა