ესპანური მედია: ბარსელონას ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია - კვირის პალიტრა

ესპანური მედია: ბარსელონას ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

17 აგვისტოს ბარსელონაში სატვირთო ავტომობილი რამბლას ქუჩაზე ხალხის მასაში შევარდა. შედეგად დაიღუპა 15, ხოლო დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ბარსელონაში მომხდარ სისხლიან თავდასხმაში სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია, 8 პირი კი დაკავებული., თუმცა ესპანური მედიის ცნობით, დღეს კიდევ ერთი ჭვმიტანილის ლიკვიდირება მოხდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი ეთნიკურად მაროკოელი იუნეს აბუიაკუბი კატალონიის ქალაქ სან-სადურნიდ ანოიაში დააკავეს, მოგვიანებით კი, ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაცია ბარსელონას ახლოს, სუბირატის რაიონში ჩატარდა. როგორც ცნობილი გახდა, 22 წლის იუნეს აბუიაკუბს „შაჰიდის ქამარი“ ეკეთა.

იხილეთ ასევე: "შესაძლოა საფრთხე წამოვიდეს არა ფუნდამენტური ისლამის მიმდევრების, არამედ რუსეთისგან" - ემუქრება საქართველოს ტერორიზმის საფრთხე?!