"სანამ გვიანი არ არის, ეს სიტუაცია უნდა შევაჩეროთ" - კიმ ჩენ ინი ომზე მიდის?! - კვირის პალიტრა

"სანამ გვიანი არ არის, ეს სიტუაცია უნდა შევაჩეროთ" - კიმ ჩენ ინი ომზე მიდის?!

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მორიგი ბირთული იარაღის გამოცდის შემდეგ, გაერო-ში ამერიკის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილმა ნიუ-იორკში უსაფრთხოების საბჭო მოიწვია და განაცხადა, რომ აუცილებელია ჩრდილოეთ კორეის ქმედებები შეჩერდეს:

"სანამ გვიანი არ არის, ჩვენ ყველა დიპლომატიური ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რათა ეს სიტუაცია შევაჩეროთ"

მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნები, რომელთაც ეკონომიკური კავშირი აქვთ ფხენიანთან, აძლევენ მას საშუალებას გააგრძელოს ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა არღვევს ყველა წესდებას და ის საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.

გაერო-ში აშშ-ის ელჩის განცხადებით, მხოლოდ უმკაცრეს სანქციებს შეუძლია ეს სიტუაცია დაარეგულიროს. მისი სიტყვების თანახმად, ჩრდილოკორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თავისი ქმედებით დაამტკიცა, რომ ის ომისკენ მიიწევს.

"აშშ არასდროს არ ანიჭებს უპირატესობას სამხედრო გადაწყვეტილებებს. ჩვენ არ გვინდა ომი, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოთმინებასაც აქვს საზღვარი" - განაცხადა ჰეილიმ

ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ქმედებებზე განცხადება გააკეთა, მისი თქმით, აშშ გადახედავს შესაძლებლობებს, რომ გაწყვიტოს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირი იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის პარტნიორები არიან. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ