"6 თვე ერთმანეთს ჩუმად ვხვდებოდით" - პრინცი ჰარი შეყვარებულია - კვირის პალიტრა

"6 თვე ერთმანეთს ჩუმად ვხვდებოდით" - პრინცი ჰარი შეყვარებულია

ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა ჟურნალ Vanity Fair -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას და დიდი ბრიტანეთის პრინცს ჰარის განსაკუთრებულად უყვართ ერთმანეთი და რომ ისინი უკვე დიდი ხანია ერთად არიან.

როგორც აღმოჩნდა, ჰარიმ და მსახიობმა ურთიერთობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს, ისინი პაპარაცების მუდმივი ყურადღების ქვეშ იყვნენ. ამის გამო, ერთ-ერთ განცხადებაში პრინცმა ჟურნალისტებს უსაყვედურა კიდეც, რომ ისინი მეგანს მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ.

"სინამდვილეში ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი",- განაცხადა ინტერვიუში 36 წლის მსახიობმა ჰარიზე საუბრისას.

"ეს ჩვენი დროა"

მეგანმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ პრესის გადამეტებული ყურადღების გამო, მათ პრობლემებიც კი ექმნებათ. "საოცარია ყველაფერი ისე შეიცვალა, თუმცა ამ სიტუაციაში ჩემი შეყვარებული მიჭერს მხარს".

"ვინც ჩემს გვერდით არის, ყველამ იცის როგორიც ვარ, დანარჩენი ყველაფერი კი უბრალოდ ხმაურია", - განაცხადა მსახიობმა. მისი თქმით, ის არ აქცევს დიდ ყურადღებას პრესით გავრცელებულ ინფორმაციას, არც მის ურთიერთობაზე და არც სამსახიობო კარიერაზე.

"6 თვე ერთმანეთს ჩუმად ვხვდებოდით, ამ ხნის განმავლობაში მე ჩვეულებრივ ვსაქმიანობდი, ამბის გავრცელების შემდეგ, მხოლოდ ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა. მე არ შევცვლილვარ და არც ჩემი რომანების მიხედვით ვიცვლები", - თქვა ჟურნალისტთან საუბრისას მსახიობმა.

მეგან მარკლი:

"ჩვენ წყვილი ვართ და გვიყვარს ერთმანეთი. ვიცი, მოვა დრო, როცა ჩვენს ურთიერთობაზე საჯაროდ ვისაუბრებთ, თუმცა იმედი მაქვს, ხალხი გაიგებს რომ ახლა "ჩვენი" დროა, ძალიან მომწონს უდიდესი სიყვარულის ეს ისტორია".

მეგან მარკლი ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელია. ის 1981 წლის 4 აგვისტოს კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში დაიბადა. გოგონას მამას ბრიტანულ - ირლანდიური ფესვები აქვს, დედას კი აფრო-ამერიკული. სწავლობდა "თეატრისა და საერთაშორისო ურთიერთბების" ფაკულტეტზე და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბუენოს-აირესში ამერიკის საელჩოში მუშაობდა.

რაც შეეხება მის პირველ ქორწინებას, მსახიობი რეჟისორ ტრევორ ენგელსის მეუღლე სამი წელი იყო, 2016 წელს მან უარი თქვა ყოფილი მეუღლის ფინანსურ დახმარებაზე. ხოლო 2016 წლის 8 ნოემბერს, კენსინგტონის სასახლის წარმომადგენელმა ოფიციალურად დაადასტურა პრინცი ჰარისა და მეგანის ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ჭორები.

ის მონაწილეობდა ცნობილ სერიალში "დანაშაულის ადგილი: მაიამი", "Remember Me", "Castle", Horrible Bosses და სხვა. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა: პრინცესა დაიანა ვაჟებთან ერთად

თარგმნა ეკა გადახაბაძემ