"თარხან ბათირაშვილის შემცვლელი, გულმუროდ ხალიმოვი მოკლეს" - მორიგი დარტყმა "ისლამურ სახელმწიფოზე"
"თარხან ბათირაშვილის შემცვლელი, გულმუროდ ხალიმოვი მოკლეს" - მორიგი დარტყმა "ისლამურ სახელმწიფოზე"
"ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. სამხედრო მინისტრი გულმუროდ ხალიმოვი ლიკვიდირებულია. "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, ხალიმოვი რუსეთის ავიაციის დარტყმას ემსხვერპლა.

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დეირ-ეზ-ზორთან უნდა გამართულიყო "ხალიფატის" სამხედრო მეთაურთა საგანგებო თათბირი ერთ-ერთ მიწისქვეშა ბუნკერში. სავარაუდოდ, ეს ცნობილი გახდა სირიის სამთავრობო ძალებისთვის და რუსეთის ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები განახორციელა აღნიშნულ ტერიტორიაზე. გულმუროდ ხალიმოვის გარდა დაღუპულია კიდევ 40-მდე მოჯახედი.. არაბულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ხალიმოვი აბუ ბაქრ ალ ბაღდადის მემკვიდრედაც ითვლებოდა. მის გარდაცვალებაზე ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, ამბობდნენ რომ ის მოსულში გაზაფხულზე ავიაიერიშის დროს მოკლეს",
- ამბობს ნინო ბურჭულაძე.


შეგახსენებთ, რომ ტაჯიკმა გულმუროდ ხალიმოვმა აღნიშნული პოსტი 2016 წლის 29 ივლისს თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ დაიკავა. ხალიმოვი წლების განმავლობაში ტაჯიკეთში ებრძოდა უკანონო შეიარაღებულ ბანდფორმირებებს. 2003-დან 2012 წლამდე მან გაიარა რამდენიმე ეტაპიანი წვრთნა, როგორც აშშ-ში, ისე რუსეთში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამერიკაში მის სწავლებას ტაჯიკეთის ხელისუფლება აფინანსებდა. 2015 წლის სექტემბერში, აშშ-მ ხალიმოვი იმ 35 კაციან საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა სადაც ასევე იყვნენ „ხალიფატის“ მეთაური აბუ ბაქრ ალ ბაღდადი,
ომარ ალ შიშანი - თარხან ბათირაშვილი და მუსლიმ ალ შიშანი - მურად მარგოშვილი.

იხილეთ ასევე: ვინ არის საშიშ ტერორისტთა სიაში შეყვანილი გულმუროდ ხალიმოვი, რომელმაც თარხან ბათირაშვილი შეცვალა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?