ვისთან ერთად იმყოფებოდა ავტომობილში რუსლან პაპასკირი აფეთქებისას? - კვირის პალიტრა

ვისთან ერთად იმყოფებოდა ავტომობილში რუსლან პაპასკირი აფეთქებისას?

კიევში მომხდარი აფეთქებისას, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა, ცნობილი უკრაინელი მოდელი ნატალია კოშელი დაშავდა.

დაშავებულის ვინაობა და ფოტოები უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო „კანალ 24“-მა გაავრცელა. მანამდე კი ტელეკომპანია "112"-მა მოდელის მეგობრისგან კომენტარი მოიპოვა, სადაც ის ამბობს, რომ დაშავებული ქალი ცნობილი მოდელია, ის Dior-ის ყოფილი სახეა და მისი სახელი ნატალიაა. მან მოდელის გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.

მისივე თქმით, აფეთქებისას მანქანაში მყოფი ბავშვი 6 წლის ბიჭია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვი უცნობია თუ რა აკავშირებს Dior-ის ყოფილ სახეს, ნატალია კოშელს რუსლან პაპასკირთან, ასევე უცნობია თუ ვისი შვილია აფეთქებისას გადარჩენილი არასრულწლოვანი ბიჭი.

იხილეთ ასევე: "თუ "ზოონი" სააკაშვილის ხალხის დავალებებს ასრულებდა, მაშინ..." - ახალი ვერსია მახაურის მკვლელობის საქმეში?!

"ინტერპრესნიუსი"