საფრანგეთში ორმა დამნაშავემ ოთხი ადამიანი მოკლა - კვირის პალიტრა

საფრანგეთში ორმა დამნაშავემ ოთხი ადამიანი მოკლა

საფრანგეთში, პროვინცია უაზაში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს, რკინიგზის სადგურთან ოთხი ადამიანი დაცხრილეს, რომელთაგან ორი ბავშვია. ამის შესახებ "პარიზიენი" იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ბავშვების ასაკი 3 და 5 წელია. გარდაცვლილია ბავშვების დედა და ოჯახის მეგობარი.

შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. ოჯახის მეგობარი ოჯახს ქალაქიდან აცილებდა, როდესაც მათ ორმა ადამიანმა ესროლა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი მოიკლა, მეორე კი გაიქცა. ამ დროისთვის მას სამართალდამცველები ეძებენ.

ამჟამად რკინიგზის სადგური პოლიციის მიერ არის შემოსაზღვრული, სადგურის თავზე კი ვერტმფრენი პატრულირებს. ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მომხდარზე ძალოვანები განცხადების გაკეთებას გეგმავენ.