"მოვიდა დრო, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი"- მორიგი "დარტყმა" ჩრდილოეთ კორეას?!
"მოვიდა დრო, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი"- მორიგი "დარტყმა" ჩრდილოეთ კორეას?!
რომელ ქვეყნებთან აკავშირებს ჩრდილოეთ კორეას სავაჭრო ურთიერთობები?

"ბალახს შეჭამენ, თუმცა ამ პროგრამაზე უარს არ იტყვიან, მთავარია მათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, როცა ჩრდილოეთ კორეასა და ბირთვულ იარაღზე დასმული კითხვა მოისმინა. როგორც პუტინმა შემდეგ განმარტა, საკმაოდ რთული იქნება ფხენიანის დარწმუნება, რომ უარი განაცხადონ ბირთვული იარაღის დამზადებაზე. ცნობილია, რომ 2006 წელს, მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ პირველად გამოსცადა ბირთვული იარაღი, გაერომ მას სანქციები დაუწესა, თუმცა ფხენიანმა მაინც არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
თქვა უარი იარაღის შექმნაზე.

2006 წლის შემდეგ, კიმ ჩენ ინი როგორც ჩანს, სერიოზულად არის განწყობილი ქვეყანაში ბალისტიკური რაკეტა შეიქმნას და ბირთვული იარაღით
აშშ-ს დარტყმა მიაყენოს.

ვაშინგტონი, თავის მხრივ, ცდილობს ფხენიანზე მშვიდობიანი გზით მოახდინოს გავლენა, თუმცა პერიოდულად ისმის მოსაზრება, რომ შესაძლოა შეტაკებას აშშ-მაც უპასუხოს.

"მოვიდა დრო გამოვიყენოთ ყველა დიპლომატიური ბერკეტი, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის“ - განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ.

ჰეილის არ დაუკონკრეტებია რა ბერკეტებზე საუბრობდა. თუმცა, საინფორმაციო სააგენტოებმა, რომელთაც ნახეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის ტექსტი, აცხადებენ, რომ აშშ-ს სურს ემბარგო დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას ნავთობით ამარაგებენ, ასევე მათ სურთ კიმ ჩენ ინის დიქტატორულ ქვეყანას საზღვარგარეთ არსებული ყველა ფინანსური ანგარიში დაუყადაღონ.

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის უმსხვილეს
სავაჭრო პარტნიორებად ჩინეთი და რუსეთი ითვლება.



ექსპერტების აზრით, თუ ჩინეთიდან და რუსეთიდან შეწყდება იმპორტირებული საქონლის მიღება, ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა დიდ ფინანსურ ზარალს მიიღებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ "ტვიტერის“ პირად
გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ს მთავრობა ფიქრობს გააჩეროს სავაჭრო ურთიერთობები ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობები აქვთ.

ექსპერტების აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება თავად აშშ-ს გაუფუჭებს სავაჭრო ურთიერთობებს როგორც ჩინეთთან, ასევე მექსიკასთან.

2016 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, რომლითაც სამხრეთკორეულ სააგენტოს სურდა ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობისთვის (Kotra) სტიმული მიეცა, აღმოჩნდა, რომ ჩრდილოეთ კორეა 80 ქვეყანასთან პარტნიორობს. მათ შორის არის ინდოეთი, გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია და ფილიპინები. პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს. რომელთანაც საერთაშორისო ვაჭრობის 93% აკავშირებს.

უკვე დიდი ხანია ჩრდილოეთ კორეას ჩინეთში საექსპორტოდ ნახშირი გააქვს, თუმცა დაწესებულმა სანქციებმა ამ საკითხზეც იმოქმედა. ამას გარდა, ჩრდილოეთ კორეა ჩინეთს აწვდის ქსოვილს, შავ მეტალს და სხვა მნიშვნელოვან მასალას, რის სანაცვლოდაც ჩინეთისგან იღებს როგორც სამოსს, ასევე სატვირთო ავტომობილებს, კერამიკულ მასალას, ხილს, კომპიუტერებს და ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო სხვა უამრავ მატერიალს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების შედეგად პეკინი წლის განმავლობაში მოგების სახით 800 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. სავაჭრო ურთიერთობების 1% რუსეთის ფედერაციას უკავშირდება, რომელიც წლის განმავლობაში 77 მილიონ დოლარს გულისხმობს. (წყარო)

იხილეთ ასევე: წითელი კორეა, ბირთვულქობინიანი რაკეტები და გარინდებული ამერიკა - რა არის ალტერნატივა, ომი?


თარგმნა ეკა გადახაბაძემ

მკითხველის კომენტარი (18)
quTaiseli
14 სექტემბერი 2017 21:19
ყირიმი არაფელ შუაშია ამ თემასთან მაგრამ ვერც ყირიმის უკან დაბრუნებას გაბედავდა ვალოდია რო ქონოდა უკრაინას ბირთვული ქოლგა.ამაზეა აქ საუბარი თორე რუსებმა აფხაზეთი და სამაჩაბლო რო წაიღეს ეს ანექსია და ოკუპაციაა მეტი არაფელი აი რო გქონოდა ის ბირთვული იარაღი რუსი ვერ გაბედავდა ამდენს ამაზეა აქ საუბარი თორე ჩრდილო კორეაში იდიოტები კიარ ზიან ლაბორატორიებში ურანს რო ამდიდრებენ და ბალისტიკურ რაკეტებს რო ცდიან.დდ.უკრაინამ კატასტროფის ტოლფასი შეცდომა დაუშვა რვაასზე მეტი ბირთვული ქობინი თავის გამშვები შახტებით გამზადებული მთელ დედამიწას ამოაბრუნებდენ იმხელა შეიარაღება ქონდათ ვერცერთი ქვეყანა ვერ გაბედავდა მასზე თავდასხმას ბირთვული რაკეტებით დედამიწის ნებისმიერ სახელმწიფოს წვდებოდენ .მეხუმრებით მე თქვენ მსოფლიოში ხუთეულის ქვეყანა იყო. დდ და დედა უტირეს თავის სახელმწიფო თავისივე ხელით გაანიავებიეს ამერიკელებმა დიდმა ბრიტანეტმა გერმანიამ საფრანგეთმა და რუსებმა ერთად.
გივი
14 სექტემბერი 2017 16:29
ქუთაისელს:ყირიმი იყო არის და იქნება რუსეთის.ყირიმი არის რუაეთის ქრისტიანობის
აკვანი როგორც.მცხეთა საქართველოსთვის.ქართველმა გენერალმა დაითანხმა ყირიმის უკანასკნელი ხანი რათ
რუსეთისთვის ეთხოვა მფარველობა. ამით
მან უსისხლოდ დაუბრუნა ყირიმი რუსეთს რისთვისაც
მიიღო სახელობითი ჯილდო რუსეთის იმპერატრიცასგან
ფგგ ჰო
14 სექტემბერი 2017 16:16
ამერიკასთან შედარებით რუსეთი ანგელოზია.
quTaiseli
14 სექტემბერი 2017 14:12
რუსეთის ჩექმის ქვეს ყოფნა აქ არაფელ შუაშია მთავარი სენი განათლების არქონა უწიგნურება ურაპატრიოტიზმი და ზომბირებული აზროვნებაა. რა საქართველოსაც რო ქონდეს ბირთვული ქოლგა ან ქონოდა პუტინი ვერასდროს გაბედავდა ჩვენზე გამოწევას .ამერიკა რუსეთი ჩინეთი და ესეთი ყველა დიდი სახელმწიფო ყოველთვის ნახულობენ ერთმანეთში საერთო ენას წაგებული მხოლოდ ჩვენნაირი პატარა ქვეყნები რჩებიან.რათქმაუნდა ისრაელი მიტოა დღეს რო არსებობს ბირთვული ქოლგა რომ ააქვს თორე დიდი ხნის გადაყლაპული ეყოლებოდა სირიას და ირანს.სხვისი ხელის შემყურე პატარა ქვეყანა განწირულია იყოს პაიკი გლობალურ პოლიტიკურ თამაშებში.
14 სექტემბერი 2017 09:29
რამდენია აქ რუსეთის ჩექმის ქვეშ რა ამბავია, ასეიგი რა გამოდის ამერიკა უფრო დიდი ბოროტებაა ვიდრე რუსეთი ისემც კარგი დაგემართოთ ეგ ეგრე არ იყოს, მაგ სიმართლით იარეთ.
გიჟუა
14 სექტემბერი 2017 00:13
მაშ ქსოვილს აწვდის და სამოსს იღებს არა? :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
არცისეექსპერტი
13 სექტემბერი 2017 15:47
როცა ერაყმა დათმო ე.წ ბირთვული პროგრამა მას შემდეგ მიწასთან გაასწორეს, როცა უკრაინამ უარი თქვა (ათქმევინეს) ბირთვულ იარაღზე ნაწილებათ დაგლეჯილი სულს ღაფავს, აი ისრაელს კიდე ვერაფერი უშველიდა მინიმუმ ირანის არსებობის გამო მაინც ბირთვული იარაღი რომ არა, ახლა კი მსოფლიოში არსებული წესრიგის მინიმუმ 50% ბირთვული იარაღის შემაკავებლურ პოლიტიკაზეა აგებული.
2x2=7
13 სექტემბერი 2017 15:41
რომელი მათგანია მსოფლიოში მშვიდობის დამცველი?..... რუსეთიი? ამერიკაა?, იქნებ ჩინეთი?, ესენი ყველა ერთად და თითოეული ცალცალკე ჯერ თავიანთ ინტერესებს იცავენ და შემდეგ ,,მშვიდობას,, მსოფლიოში, აბა ახლა რადროს უკრაინა და საქართველოა მათ ხომ ერთმანეთში სავაჭროდ უფრო მნიშვნელოვანი თემები აქვთ....
ქუთაისელი
13 სექტემბერი 2017 15:26
და რომელია ჭკვიანი ვისაც ბირთვული იარაღი აქ პაკისტანი ინდოეთი თუ ტრამპი და პუტინი.დდ ხო კიდე გიჟები უკრაინელები იყვნენ როცა ბირთვული იარაღი რუსებს და ამერიკელებს ჩააბარეს ქონოდათ ეგ ბირთვული ქოლგა და მაშვინ ნახავდენ აქ ჭკვიანები თუ გაბედავდა ვალოდია ყირიმის ანექსიას და დონეცკსა და ლუგანსკში სისხლისღვრას და ქვეყნის გაყოფას.ეგ ბირთვული ქოლგა ნებისმიერი მტრის წინაარმდეგ ძალიან ეფექტური შემაკავებელი ძალის მატარებელია.და ვისაც ეს არესმის მოსინჯოს აპა ერთხელ მაინც შეუტიოს ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს და რა ჩიტსაც დაიჭერს კარგად დაინახავს.
ავთო
13 სექტემბერი 2017 12:55
ოხ, გამოვიდნენ აქ გიჟის დამცველები. მშვიდობისმყოფელი რუსებივით ჭიკჭიკებენ!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა