"მოვიდა დრო, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი"- მორიგი "დარტყმა" ჩრდილოეთ კორეას?! - კვირის პალიტრა

"მოვიდა დრო, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი"- მორიგი "დარტყმა" ჩრდილოეთ კორეას?!

რომელ ქვეყნებთან აკავშირებს ჩრდილოეთ კორეას სავაჭრო ურთიერთობები?

"ბალახს შეჭამენ, თუმცა ამ პროგრამაზე უარს არ იტყვიან, მთავარია მათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, როცა ჩრდილოეთ კორეასა და ბირთვულ იარაღზე დასმული კითხვა მოისმინა. როგორც პუტინმა შემდეგ განმარტა, საკმაოდ რთული იქნება ფხენიანის დარწმუნება, რომ უარი განაცხადონ ბირთვული იარაღის დამზადებაზე. ცნობილია, რომ 2006 წელს, მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ პირველად გამოსცადა ბირთვული იარაღი, გაერომ მას სანქციები დაუწესა, თუმცა ფხენიანმა მაინც არ თქვა უარი იარაღის შექმნაზე.

2006 წლის შემდეგ, კიმ ჩენ ინი როგორც ჩანს, სერიოზულად არის განწყობილი ქვეყანაში ბალისტიკური რაკეტა შეიქმნას და ბირთვული იარაღით აშშ-ს დარტყმა მიაყენოს.

ვაშინგტონი, თავის მხრივ, ცდილობს ფხენიანზე მშვიდობიანი გზით მოახდინოს გავლენა, თუმცა პერიოდულად ისმის მოსაზრება, რომ შესაძლოა შეტაკებას აშშ-მაც უპასუხოს.

"მოვიდა დრო გამოვიყენოთ ყველა დიპლომატიური ბერკეტი, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის“ - განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ.

ჰეილის არ დაუკონკრეტებია რა ბერკეტებზე საუბრობდა. თუმცა, საინფორმაციო სააგენტოებმა, რომელთაც ნახეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის ტექსტი, აცხადებენ, რომ აშშ-ს სურს ემბარგო დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას ნავთობით ამარაგებენ, ასევე მათ სურთ კიმ ჩენ ინის დიქტატორულ ქვეყანას საზღვარგარეთ არსებული ყველა ფინანსური ანგარიში დაუყადაღონ.

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად ჩინეთი და რუსეთი ითვლება.

ექსპერტების აზრით, თუ ჩინეთიდან და რუსეთიდან შეწყდება იმპორტირებული საქონლის მიღება, ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა დიდ ფინანსურ ზარალს მიიღებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ "ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ს მთავრობა ფიქრობს გააჩეროს სავაჭრო ურთიერთობები ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობები აქვთ.

ექსპერტების აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება თავად აშშ-ს გაუფუჭებს სავაჭრო ურთიერთობებს როგორც ჩინეთთან, ასევე მექსიკასთან.

2016 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, რომლითაც სამხრეთკორეულ სააგენტოს სურდა ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობისთვის (Kotra) სტიმული მიეცა, აღმოჩნდა, რომ ჩრდილოეთ კორეა 80 ქვეყანასთან პარტნიორობს. მათ შორის არის ინდოეთი, გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია და ფილიპინები. პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს. რომელთანაც საერთაშორისო ვაჭრობის 93% აკავშირებს.

უკვე დიდი ხანია ჩრდილოეთ კორეას ჩინეთში საექსპორტოდ ნახშირი გააქვს, თუმცა დაწესებულმა სანქციებმა ამ საკითხზეც იმოქმედა. ამას გარდა, ჩრდილოეთ კორეა ჩინეთს აწვდის ქსოვილს, შავ მეტალს და სხვა მნიშვნელოვან მასალას, რის სანაცვლოდაც ჩინეთისგან იღებს როგორც სამოსს, ასევე სატვირთო ავტომობილებს, კერამიკულ მასალას, ხილს, კომპიუტერებს და ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო სხვა უამრავ მატერიალს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების შედეგად პეკინი წლის განმავლობაში მოგების სახით 800 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. სავაჭრო ურთიერთობების 1% რუსეთის ფედერაციას უკავშირდება, რომელიც წლის განმავლობაში 77 მილიონ დოლარს გულისხმობს. (წყარო)

იხილეთ ასევე: წითელი კორეა, ბირთვულქობინიანი რაკეტები და გარინდებული ამერიკა - რა არის ალტერნატივა, ომი?

თარგმნა ეკა გადახაბაძემ