რუსულმა ავიაციამ სირიაში საერთაშორისო კოალიციის მოკავშირეების პოზიციები დაბომბა - კვირის პალიტრა

რუსულმა ავიაციამ სირიაში საერთაშორისო კოალიციის მოკავშირეების პოზიციები დაბომბა

რუსულმა ავიაციამ სირიაში საერთაშორისო კოალიციის მოკავშირეების პოზიციები დაბომბა, - ამის შესახებ პენტაგონის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ოფიციალური პენტაგონი აცხადებს, ინციდენტი ქალაქ დეი ალ ზორის სიახლოვეს მოხდა და ავიადარტყმის შედეგად „სირიის დემოკრატიული ძალების“ რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტისას ადგილზე საერთაშორისო კოალიციის რამდენიმე ჯარისკაციც იმყოფებოდა, რომლებიც არ დაშავებულან. ოფიციალურ მოსკოვსა და დამასკოს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"ინტერპრესნიუსი"