ლვოვის სასამართლომ სააკაშვილის საქმის განხილვა 22 სექტემბრამდე გადადო - კვირის პალიტრა

ლვოვის სასამართლომ სააკაშვილის საქმის განხილვა 22 სექტემბრამდე გადადო

ლვოვის მოსტისკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის განხილვა 22 სექტემბრამდე გადადო. ამის შესახებ გამოცემა "112 უკრაინა" იუწყება.

18 სექტემბერს სასამართლომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის საქმის განხილვა დაიწყო. დაცვის მხრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემული ოქმი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ არასწორად იყო შედგენილი.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ საკონტროლო გამშვებ პუნქტ "შეგინის" დარღვევასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ქვეყნიდან არ გააძევებენ.

"ინტერპრესნიუსი"