"ამერიკის მოხუც, გიჟ პრეზიდენტს ცეცხლით მოვათვინიერებ" - კიმ ჩენ ინის პასუხი ტრამპს
"ამერიკის მოხუც, გიჟ პრეზიდენტს ცეცხლით მოვათვინიერებ" - კიმ ჩენ ინის პასუხი ტრამპს
19 სექტემბერს დონალდ ტრამპმა გაერო-ში გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ მზადაა "მთლიანად გაანადგუროს" ჩრდილოეთ კორეა თუ ის საფრთხეს შეუქმნის ამერიკასა და მის მოკავშირეებს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტომ ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის პასუხი კი 22 სექტემბერს გაავრცელა. ჩრდილოკორეელი ლიდერი თავის გამოსვლაში საზოგადოებას ატყობინებს, რომ " აშშ-ის უმაღლესი მმართველი აუცილებლად აგებს პასუხს დაუფიქრებელი გამონათქვამების გამო".

საპასუხო გამოსვლისას კიმ ჩენ ინმა განაცხადა: "ტრამპს წამოსცდა გაუგონარი სისულელე ჩვენი სახელმწიფოს "მთლიანი განადგურების" შესახებ, რაც აქამდე აშშ-ის არცერთ წინამორბედ პრეზიდენტს არ უთქვამს".

"შეშინებული ძაღლი, როგორც წესი,
უფრო ხმამაღლა ყეფს", - დასძინა ჩრდილოკორეელმა ლიდერმა.

"რადგან ტრამპმა მთელი მსოფლიოს წინაშე უარყო ჩემი და ჩვენი რესპუბლიკის არსებობა და აქამდე არ არსებული სასტიკი ხერხით გამოაცხადა ომი ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამ მუქარას ჩვენ გავითვალისწინებთ და საკადრისად ვუპასუხებთ", - გადაცხადა კიმ ჩენ ინმა.

"მოხუცს, რომელსაც არ ესმის წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობა, ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებს, კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ქმედებით დავანახოთ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ჩრდილოკორეულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

"აშშ
-ს პრეზიდენტის შიზოფრენიული გამოხტომა ნორმალურ ადამიანსაც კი ართმევს საღად აზროვნების უნარს"

"ამერიკის მოხუც, გიჟ პრეზიდენტს ალბათ ცეცხლით მოვათვინიერებ", - განცხადებში ამგვარი ფრაზები უხვად გვხვდება.

ახალი სანქციები

21 სექტემბერს კი დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინის საპასუხოდ დამატებით სანქციების დაკისრება მოითხოვა.

პრეზიდენტის განცხადებით, "ახალი სანქციების დახმარებით, ჩრდილოეთ კორეას აღარ ექნება შემოსავალი, რათა სასიკვდილო იარაღი შეიმუშაოს".

როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეის პრეზიდენტსა და იაპონიის პრემიერთან შეხვედრისას, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ყველა კომპანია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბანკებთან ან მათ ფილიალებთან ითანამშრომლებს, დაისჯება.

ჩინეთის ბანკებს აქვთ მიღებული ბრძანება, რომ მკაცრად გააკონტროლონ ჩრდილოკორეულ კომპანიებთან ურთიერთობა და დაიცვან სანქციით გათვალისწინებული მოთხოვნები. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ

წინა კომენტარის ავტორს
27 სექტემბერი 2017 14:18
ესეიგი ვინც იცის რამხელა ბოროტებაა შეერთებული შტატები უეჭველად რუსეთის პროპაგანდის გავლენის ქვეშაა მოქცეული? რუსეთის იმპერიალიზმი რომ ჩვენი დაუძინებელი მტერია ეგ ფაქტია, მაგრამ ამერიკელებმა გაანადგურეს მილიონობით ინდიელი და ვინც გადაურჩა რეზერვაციებში შეყარეს ცხოველებივით (და ამას არცერთ ამერიკელს არ ასწავლიან ისტორიაში) ამერიკაშია კერძოდ სანფრანცისკოში მამათმავლობის პროპაგანდის საერთაშორისო ცენტრი და ამერიკამ გამოსცადა დამარცხებულ იაპონიაში ბირთვული იარაღი, რუსეთთან ერთად ამერიკა ურევს სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში რესურსების იაფად ხელში ჩაგდების მიზნით და იარაღის სარფიანად საექსპორტოდ (სწორედ იარაღია რომ მსოფლიოში პირველობს ექსპორტის მხრივ და ტრილიონობით დოლარის იყიდება ყოველ წელს) სწორედ ამერიკამ შექმნა თალიბანი და დიდი ალბათობით დაეშიც, ამის შემდეგ რომ კიდე ვინმე იქნება ამერიკის მხარდამჭერი.....
24 სექტემბერი 2017 12:39
ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომი შეუძლებელია, რადგან არ შეიძლება ომი უწოდო იმას, რაც გაგრძელდება 2 საათს. რუსეთის ვიცე-პრემიერი როგოზინი აცხადებს, რომ თუ ამერიკასა და რუსეთს შორის დაიწყება ომი, ეს ომი დამთავრდება 6 საათში. ამ ხნის განმავლობაში განადგურებული იქნება რუსეთის შეიარაღების 90%. 35 ან 40 ათასი კოსმოსიდან მართული ამერიკული ფრთოსენი რაკეტა ერთდროულად გაანადგურებს რუსეთის შეიარაღებას წერტილოვანი დარტყმბით. ჩრდილოეთი კორეის შეიარაღება არის იგივე რუსეთის შეიარაღება - მისი მცირე ნაწილი, რომლის მთლიანად განადგურებისთვის ამერიკას დაჭირდება 2 საათზე ნაკლები.

სინამდვილეში არავითარი ომი არ იქნება, რადგან ამერიკა მართავს მსოფლიოს ფინანსური სისტემის საშუალებით. ამერიკას შეუძლია გამოიწვიოს ფინანსური კრიზისი ნებისმიერ ქვეყანაში დოლარის საშუალებით.

მაგრამ ამერიკას არ აწყობს არც ომი და არც სხვა ქვეყნების ფინანსური კრიზისები. ამერიკას აწყობს სხვა ქვეყნებში ეკონომიკის განვითარება, ცხოვრების დონის ამაღლება, მოხმარების გაფართოვება. ამერიკას ეს აწყობს არა იმიტომ, რომ კეთილები არიან, არამედ იმიტიმ, რომ ეს ხელსაყრელია ამერიკის ეკონომიკისათვის. ამერიკას ჭირდება მისი ტექნოლოგიების გასაღება. ღარიბი ქვეყნები ვერ შეიძენენ. ამიტომ განავითარა ამერიკამ თავის დროზე დასავლეთი გერმანია და იაპინია. ბოლო პერიოდში განავითარა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნები - სამხრეთ კორეა, სინგაპური და სხვები.

აქ მოყვანილი არაადეკვატური კომენტარებიდან ჩანს, რომ ბევრი მათგანი მოქცეულია რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ.
ani
23 სექტემბერი 2017 02:42
მარტლაც და სადამდე შეიძლება ადამიანი დაეცეს რომ ასე ხელაღებიტ აიღოს პასუხისმგებლობა მილიონობიტ ადამიანის პიზიკურ განადგურებაზე. აბა შემოჰკარტი ტაში ამერიკის პრეზიდენტის "ბრძნულ" გამონატკვამებზე და მის "ადამიანურ" კმედებებზე რომელიც აიძულებს სხვა კვეყნებს იყვნენ არაჰუმანურები და ბლოკადაში (ტურმე ამერიკის შიშიტ) უნდა მოაკციოტ ჩრდილოეტ კორეა.

რატომ არ დაანებებს აშშ მსოპლიო კვეყნების კონტროლს ტავს?? მტელი მსოპლიო ხომ პეხკვეშ ჰყავს ისედაც გაგდებული მცირე სახელმწიპოტა გამოკლებიტ.(საკარტველოს ჩატვლიტ--კინაღამ გამომრჩა კარტველი"მონა მტავრობის" ხსენება) :-)
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა