"ამერიკის მოხუც, გიჟ პრეზიდენტს ცეცხლით მოვათვინიერებ" - კიმ ჩენ ინის პასუხი ტრამპს - კვირის პალიტრა

"ამერიკის მოხუც, გიჟ პრეზიდენტს ცეცხლით მოვათვინიერებ" - კიმ ჩენ ინის პასუხი ტრამპს

19 სექტემბერს დონალდ ტრამპმა გაერო-ში გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ მზადაა "მთლიანად გაანადგუროს" ჩრდილოეთ კორეა თუ ის საფრთხეს შეუქმნის ამერიკასა და მის მოკავშირეებს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტომ ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის პასუხი კი 22 სექტემბერს გაავრცელა. ჩრდილოკორეელი ლიდერი თავის გამოსვლაში საზოგადოებას ატყობინებს, რომ " აშშ-ის უმაღლესი მმართველი აუცილებლად აგებს პასუხს დაუფიქრებელი გამონათქვამების გამო".

საპასუხო გამოსვლისას კიმ ჩენ ინმა განაცხადა: "ტრამპს წამოსცდა გაუგონარი სისულელე ჩვენი სახელმწიფოს "მთლიანი განადგურების" შესახებ, რაც აქამდე აშშ-ის არცერთ წინამორბედ პრეზიდენტს არ უთქვამს".

"შეშინებული ძაღლი, როგორც წესი, უფრო ხმამაღლა ყეფს", - დასძინა ჩრდილოკორეელმა ლიდერმა.

"რადგან ტრამპმა მთელი მსოფლიოს წინაშე უარყო ჩემი და ჩვენი რესპუბლიკის არსებობა და აქამდე არ არსებული სასტიკი ხერხით გამოაცხადა ომი ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამ მუქარას ჩვენ გავითვალისწინებთ და საკადრისად ვუპასუხებთ", - გადაცხადა კიმ ჩენ ინმა.

"მოხუცს, რომელსაც არ ესმის წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობა, ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებს, კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ქმედებით დავანახოთ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ჩრდილოკორეულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

"აშშ-ს პრეზიდენტის შიზოფრენიული გამოხტომა ნორმალურ ადამიანსაც კი ართმევს საღად აზროვნების უნარს"

"ამერიკის მოხუც, გიჟ პრეზიდენტს ალბათ ცეცხლით მოვათვინიერებ", - განცხადებში ამგვარი ფრაზები უხვად გვხვდება.

ახალი სანქციები

21 სექტემბერს კი დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინის საპასუხოდ დამატებით სანქციების დაკისრება მოითხოვა.

პრეზიდენტის განცხადებით, "ახალი სანქციების დახმარებით, ჩრდილოეთ კორეას აღარ ექნება შემოსავალი, რათა სასიკვდილო იარაღი შეიმუშაოს".

როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეის პრეზიდენტსა და იაპონიის პრემიერთან შეხვედრისას, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ყველა კომპანია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბანკებთან ან მათ ფილიალებთან ითანამშრომლებს, დაისჯება.

ჩინეთის ბანკებს აქვთ მიღებული ბრძანება, რომ მკაცრად გააკონტროლონ ჩრდილოკორეულ კომპანიებთან ურთიერთობა და დაიცვან სანქციით გათვალისწინებული მოთხოვნები. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ