რუსმა ძალოვანებმა ინგუშეთში დოკუ უმაროვის ნეშტი აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

რუსმა ძალოვანებმა ინგუშეთში დოკუ უმაროვის ნეშტი აღმოაჩინეს

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ინგუშეთში ტერორისტების მეთაურის, დოკუ უმაროვის ნეშტის აღმოჩენა დაადასტურა, - ამის შესახებ უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებრივი კავშირების ცენტრში განაცხადეს.

"რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, მიზანმიმართული ხანგრძლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძებების შედეგად, ინგუშეთის რესპუბლიკის ტყის მასივში 2013 წელს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაცის ფარგლებში განადგურებული ჩრდილოკავკასიური იატაკქვეშეთის ხელმძღვანელის, დოკუ უმაროვის და მისი ბანდის ოთხი წევრის სამარხი აღმოაჩინა", - აღნიშნეს უწყებაში.

უმაროვი ტერორისტული ორგანიზაცია "კავკასიის ემირატის" ხელმძღვანელი იყო და "ალ-ქაიდისა" და "ისლამური სახელმწიფოს" ემისრებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.

"ინტერპრესნიუსი"