ლას-ვეგასში ხალხის მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - კვირის პალიტრა

ლას-ვეგასში ხალხის მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

1 ოქტომბერს ლას-ვეგასში, სამორინეს მახლობლად უცნობმა პირმა მოულოდნელად ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 50-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

თავდაპირველად საუბარი იყო 20 დაღუპულზე და 100 დაშავებულზე.

ხალხის მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა 64 წლის სტივენ პედოქმა პოლიციის მისვლამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ CNN-ის ეთერში ქალაქის პოლიციის შერიფმა, ჯოზეფ ლომბარდომ განაცხადა.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეჭვმიტანილმა თავი ჩვენს მოსვლამდე მოიკლა", - განაცხადა მან.

ჯოზეფ ლომბარდოს ინფორმაციით, სტივენ პედოქის სასტუმროს ნომერში პოლიციამ 10 ერთეული იარაღი აღმოაჩინა.

"ინტერპრესნიუსი"