"ჩემი ძმა მულტიმილიონერი იყო" - ვინ იყო "ლას ვეგასელი მსროლელი", რომელმაც 58 ადამიანი მოკლა?!
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
1-ლ ოქტომბერს ლას ვეგასში, აშშ-ს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მასობრივი მკვლელობა მოხდა. ერთ-ერთი სამორინეს მახლობლად მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის მონაწილეების მისამართით უცნობმა მამაკაცმა მოულოდნელად ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, 58 ადამიანი დაიღუპა და 515 დაშავდა.

"თავდაპირველად ვერ მივხვდით რა მოხდა, ფოიერვერკი გვეგონა, მაგრამ უეცრად ჩემს წინ მდგარი ქალბატონი გასისხლიანდა და დაეცა, როგორც მივხვდი, სახეში მოხვდა ტყვია, მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია, ყველა გაქცევას ვცდილობდით, ეს საშინელება იყო..." - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

სამართალდამცავთა განცხადებით, მკვლელი 64 წლის აშშ-ის მოქალაქე სტივენ პედოქსია, რომლიც სასტუმრო Mandalay
Bay-ს 32-ე სართულზე არსებულ ნომერში იყო გამაგრებული, სადაც პოლიციელების მისვლამდე მოიკლა თავი. სამართალდამცავებმა ნომერში დიდძალი იარაღი აღმოაჩინეს.

"სასტუმრო Mandalay Bay-ში 23 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ვიპოვეთ, კიდევ 19 კი მის სახლში, ქალაქ მესკიტში", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

ბოლო ინფორმაციით, პედოქსი ნევადის შტატში ცხოვრობდა და პენსიაში გასვლამდე ბუღალტერად მუშაობდა. როგორც ირკვევა, მას მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის მართვის ლიცენზიაც ჰქონდა და კაზინოების ხშირი სტუმარიც იყო. ამბობენ, რომ ბოლო ხანს ყოველდღიური შემოსავალი მას სწორედ აზარტული თამაშებიდან ჰქონდა.

ლას-ვეგასში მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტული დაჯგუფების მტკიცებით, პედოქსმა ისლამი დანაშაულამდე რამდენიმე
თვით ადრე მიიღო. "აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასობრივი მკვლელობა სწორედ "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცმა ჩაიდინა", - ვკითხულობთ ტერორისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც სტივენ პედოქსი აბუ აბდ ალ-ბარ ალ-ამრიკის სახელით არის მოხსენიებული.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. აშშ-ს სამართალდამცავ ორგანოებში აღნიშნავენ, რომ აუცილებელია შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, რათა გაირკვეს ნამდვილად ჰქონდა თუ არა სტივენ პედოქსს რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი.

დაღუპული დამნაშავის ოჯახის წევრები მის ტერორიზმთან კავშირს კატეგორიულად უარყოფნ.
სტივენ პედოქსი ძმასთან ერიკთან ერთად
მათი განცხადებით, ის დინჯი ადამიანი იყო, პენსიაში გასვლის შემდეგ კი ნევადაში გადასახლდა, რადგან მშრალი კლიმატით დამტკბარიყო და ლას-ვეგასის კაზინოებში კარგი დრო გაეტარებინა.

პედოქსის ძმის ერიკ პედოქსის თქმით, სტივენი მთლად ნორმალური კაცი არ იყო, რადგან ძალიან იყო გემბლინგით გატაცებული და მაღალი რანგის ვიდეოპოკერს თამაშობდა, თუმცა ოჯახისთვის ინფორმაცია, რომ მან ხალხი დახოცა, "ციდან ასტეროიდის ჩამოვარდნას ჰგავდა".

ერიკ პედოქსის თქმით, მისი გარდაცვლილი ძმა მულტიმილიონერი იყო, ფული კი უძრავ ქონებაში ჰქონდა დაბანდებული. ერიკის ინტერვიუში ნათქვამია ისიც, რომ მათი მამა ბანკების ძარცვაში იყო დადანაშაულებული და წლების განმავლობაში ერთ-ერთ საშიშ დამნაშავედ მიიჩნეოდა. აშშ-ს სამართალდამცავთა ცნობით, სტივენ პედოქსის მამამ, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, რამდენჯერმე დაგეგმა ბანკის ძარცვა, ასევე თავის მოკვლაც რამდენჯერმე სცადა.
სტივენ პედოქსის მამა პატრიკ პედოქსი
ოჯახს უკვირს, საიდან ჰქონდა სტივენს ამდენი იარაღი: "საოცარია სად იპოვა მან ამდენი ცეცხლსასროლი იარაღი. სტივენს არ ჰქონდა სამხედრო გამოცდილება. ის იყო უბრალო კაცი, რომელიც ცხოვრობდა მესკიტში, ნევადაში, დადიოდა ლას-ვეგასში და უყვარდა ბურიტო", -  ამბობს გარდაცვლილი დამნაშავის ძმა.
ოჯახმა არაფერი იცის სტივენის ფინანსური კრიზისის თაობაზე, ამბობენ, რომ მისი შემოსავალი ძირითადად იჯარით გაცემული სახლებიდან შემოსული თანხა იყო.

ცნობილია, რომ დამნაშავე მეგობარ ქალთან ერთად მერილი დანლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა აშშ-ს პოლიციის ინფორმაციით, ის ჯერჯერობით ეჭვმიტანილი არ არის. მეზობლების განცხადებით, სტივენი შეძლებული, თუმცა მეგობრული ადამიანი იყო და უყვარდა აზარტული თამაშები...

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

ზუ
04 ოქტომბერი 2017 15:53
მილიონერები რუსეთშიც ბევრია , მარა ერთიც არ გამოდგა ამნაირი!
დათო-ს
04 ოქტომბერი 2017 15:24
ბევრს არ არც საქართველოში არსებული მდგომარეობა არ მოსწონს, მაგრამ კი ცხოვრობენ აქ.
დათო
04 ოქტომბერი 2017 13:27
mawaka აი თქვენნაირი ხალხის არ მესმის , თუ არ მოგწონს მანდ 20 წელი რას აკეთებ
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა