"ISIS-ის მებრძოლები მიწისქვეშა შახტებს აფარებენ თავს" - რაყა თავისუფალია? - კვირის პალიტრა

"ISIS-ის მებრძოლები მიწისქვეშა შახტებს აფარებენ თავს" - რაყა თავისუფალია?

სირიაში ქურთების დაჯგუფებისა და არაბი მებრძოლების მეთაურთა განცხადებით, 5-თვიანი ბრძოლის შემდეგ მათ რაყა დაიბრუნეს. შეგახსენებთ, რაყა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს ხალიფატის დედაქალაქად ჰქონდათ გამოცხადებული.

რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს დაფინანსებით შედგენილმა სირიელმა ქურთებმა სირიაში, ქალაქ რაყაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძლებისგან ორი სტრატეგიული ობიექტი გაათავისუფლეს, ეს იყო მუნიციპალური მოედანი და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება. როგორც სააგენტო "როიტერი" გვაცნობებდა, მებრძლებმა გამარჯვების ნიშნად დროშა აღმართეს.

"ყველაფერი დასრულებულია, ჩვენმა მებრძოლებმა რაყა აიღეს!"- განაცხადა "სირიის დემოკრატიული ძალების" სპიკერმა ტალალ სელომ.

"ამჟამად ISIS-ის მებრძოლები ქალაქში მიწისქვეშა შახტებს აფარებენ თავს, შესაბამისად ლოკალური ბრძოლები ისევ მიმდინარეობს", - დასძინა მან.

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები სირიაში 2014 წელს გამოჩნდნენ, მათ დიდი ბრძოლის შედეგად დაიკავეს რაყა და ის "ისლამური სახელმწიფოს"დედაქალაქად გამოაცხადეს.

"ხალიფატის"წევრებმა ქალაქში ისლამის ყველაზე მკაცრი წესები დაამკვიდრეს, ისინი სჯიდნენ ქალაქის მშვიდობიან მცხოვრებლებს და მათ, ვინც დაეშის მკაცრ კანონებს შეეწინააღმდეგებოდა. (წყარო)

იხილეთ ასევე: ISIS-ის დაცემა, ანუ სად წავლენ გადარჩენილი ჯიჰადისტები - ახალი საფრთხე ევროპისთვის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კავკასიისთვის?!

თარგმნა ეკა გადახაბაძემ