ხარკოვის ცენტრში ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ხარკოვის ცენტრში ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხარკოვის ცენტრში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 20:45 საათზე სუმსკის მოედანზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ხალხის ჯგუფს "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. მომხდარის გარემოებები დგინდება. ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს 20 წლის გოგონა მართავდა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა ის დააკავეს. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.