პოლონეთის სავაჭრო ცენტრში 27 წლის მამაკაცმა დანით ერთი ადამიანი მოკლა, რვა კი დაჭრა - კვირის პალიტრა

პოლონეთის სავაჭრო ცენტრში 27 წლის მამაკაცმა დანით ერთი ადამიანი მოკლა, რვა კი დაჭრა

პოლონეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაიჭრა. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.

საქმეზე გამოძიება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბიეტა შიდლომ პირად კონტროლზე აიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 50 წლის ქალბატონი, თვითმხილველთა თქმით, 27 წლის კონრად კ. სავაჭრო ცენტრ "სტალევა-ვოლეში“ მყოფ ადამიანებს დანით დაესხა თავს.

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი არ იყო რაიმე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ისე იქცეოდა, თითქოს ეს ყველაფერი მისი "თეატრალური გამოსვლა" იყო.

მედიის ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. ის ადგილობრივი მცხოვრებია. დანაშაულის მოტივი უცნობია.