მოსკოვის დიდი თეატრიდან - 700, "გუმ"-იდან კი - 2800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - რა ხდება მოსკოვში? - კვირის პალიტრა

მოსკოვის დიდი თეატრიდან - 700, "გუმ"-იდან კი - 2800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - რა ხდება მოსკოვში?

"რია ნოვოსტი" იუწყება, რომ მოსალოდნელი აფეთქების შესახებ ანონიმური ზარის საფუძველზე, მოსკოვის დიდი თეატრიდან 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თეატრის ბეთჰოვენის დარბაზში საღამოს კონცერტი გაუქმდა.

გარდა ამისა, 2800 ადამიანის ევაკუაცია მოსკოვის სავაჭრო სახლ "გუმ"-იდანაც განხორციელდა; სასტუმრო "მეტროპოლი" კი ორი ათასზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს.

დღესვე მოსკოვში ხალხის ევაკუაცია განხორციელდა კინოთეატრებიდან და სხვა სავაჭრო ცენტრებიდან. მათ შორის "ევროპეისკიდან" და "დისკონტიდან" 11 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

სააგენტოს ინფორმაციით, სატელეფონო ტერორიზმის ტალღა რუსეთში 11 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ რუსეთის სხვადასხვა დაწესებულებიდან, მთლიანობაში, 1,4 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.