"14 წლის გოგონა დახმარებას ითხოვდა, მან ისიც უმოწყალოდ მოკლა..."
"14 წლის გოგონა დახმარებას ითხოვდა, მან ისიც უმოწყალოდ მოკლა..."
5 ნოემბერს, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურე დევინ კელიმ ტეხასის ქალაქ საზერლენდ - სპრინგსში მასობრივი სასაკლაო მოაწყო. ბაპტისტურ ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმისას, 26 ადამიანი დაიღუპა 20 კი დაშავდა.

ტელეარხ CBS-ის ცნობით, დევინ კელი 1991 წლის 21 თებერვალს დაიბადა. როგორც ცნობილია, ის გარკვეული პერიოდი მფრინავი იყო და 2010 წლიდან ნიუ-მექსიკოში სამხედრო ავიაბაზა "ჰოლომენზე" მსახურობდა.

როგორც ირკვევა, კელი ფიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა.

2012 წლის ივნისში ქალაქ ელ-პასოში ის სამართალდამცავებმა ავტობუსის გაჩერებაზე დააკავეს. პოლიციელი, რომელმაც კელი დააკავა, საზოგადოებას ატყობინებდა, რომ ის საზოგადოებისთვის საშიში იყო. როგორც ამბობენ, ავიაბაზაზე
მომსახურე ოფიცრებს ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავების შემდეგ, დევინი გაიგზავნა ფსიქიატრიულ კლინიკაში საიდანაც მალევე გამოიქცა. კლინიკის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ კელის ფსიქიკური დარღვევები ჰქონდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა კელის სხვა დანაშაულის შესახებაც. ავიაბაზაზე მუშაობისას, ის ცდილობდა აკრძალული ცეცხლსასროლი იარაღი ბაზაზე შეეტანა, რის გამოც დააკავეს. ამავე წელს კელი ტრიბუნალს გადასცეს, სადაც აღიარა, რომ ძალადობდა მეუღლეზე და გერზე.
მას 12-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. დღეს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წამომადგენლები აცხადებენ, რომ ცდილობენ კელის ტელეფონი განბლოკონ, რათა უკეთ გაარკვიონ რამ უბიძგა დევინს მასობრივი მკვლელობისკენ.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კელი
ბაპტისტურ ეკლესიაში საკვირაო წირვას ესწრებოდა, მრევლს უხაროდა დევინის ტაძარში დანახვა, რადგან ფიქრობდნენ, რომ მისი მდგომარეობა გამოსწორდა. დამნაშავე დაესწრო შემოდგომის ფესტივალსაც, რომელსაც ეკლესიის მომლოცველები დიდი სიხარულით აღნიშნავდნენ.


ტრაგედიას გადარჩენილები ყვებიან, რომ დევინი ხალხის რიგში დადიოდა და ერთმანეთის მიყოლებით ესვროდა ატირებულ ბავშვებსაც კი.
თვითმხილველთა თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ჯერ ხის ეკლესიის მიმდებარედ გახსნა,
"ტაძარში დაცხრილულ ხალხში დადიოდა და გადარჩენილებს ეძებდა, რათა ისინიც დაეხოცა", - ჰყვება თვითმხილველი.

ტრაგედიის შემსწრე ხუან რამირესის თქმით, მან პასტორის 14 წლის გოგონა დაინახა, რომელიც შველას ითხოვდა, ის ჟესტებით მიანიშნებდა რომ გაჩუმებულიყო, კელიმ ანაბელიც მოკლა...

რამირესი და მისი მეუღლე შემთხვევით გადარჩნენ, მათ დევინს თავი გარდაცვლილად მოაჩვენეს.
"მკვლელი ცეცხლსასროლი იარაღით დადიოდა და ხალხს უმოწყალოდ კლავდა. დედაჩემი 73 წლის ფერიდე ბრაუნი შემთხვევით გადარჩა", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებულის შვილი.

ეს რამდენიმე დაჭრილი ადამიანიც ვერ გადაურჩებოდა დევინს, შემთხვევით ეკლესიასთან მცხოვრები სტივენ უილფორდი ხალხის დასახმარებლად რომ არ მისულიყო. მან დამნაშავე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი მკვლელი გაიქცა, თუმცა სტივენ უილფორდი დევინს, ჯონი ლანგენდორფთან ერთად, დაედევა. როგორც აღმოჩნდა, დევინმა საკუთარ მანქანაში მოიკლა თავი. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ

თამარი
10 ნოემბერი 2017 08:33
იცით რა მიკვირს?ყველა ასეთი მკვლელი ან თავს იკლავს ან კლავენ,მე კი მინდა აღიარონ მიზეზი ამას რატმ ჩადიან?ყველპერს ხომ აქვს მიზეზი?
jei
08 ნოემბერი 2017 16:20
ყოჩაღ მაგ ბიჭებს რო შეაჩერეს მკვლელი, სადისტი და არაადამიანი ეგ...
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?