ტრაგედია რუსეთში - დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა ( + ვიდეო) - კვირის პალიტრა

ტრაგედია რუსეთში - დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა ( + ვიდეო)

ტრაგედია დატრიალდა რუსეთის ქალაქ იჟევსკში, სადაც  9-სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაღუპულთა რიცვი 6-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშვებულია 10-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

9-სართულიანი კორპუსის სხვა სადარბაზოებიდან უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

წინასწარი ცნობით, უბედური შემთხვევა ბუნებრივი აირის მილების აფეთქებამ გამოიწვია.